რეზონანსი
26.03.2023

აზერბაიჯანის ჯარებმა მთიან ყარაბაღში, შუშის რაიონში მხარეების შეხების ხაზი გადაკვეთეს და მაღლობი დაიკავეს, სადაც საგუშაგოს საინჟინრო მოწყობას შეუდგნენ.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ქვედანაყოფებმა სომხეთის მხრიდან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იარაღისა და საბრძოლო მასალების გადასროლის აღმოსაფხვრელად კონტროლის სათანადო ზომები განახორციელეს.

ოფიციალური ბაქო სომხეთს ლაჩინის დერეფნის გვერდის ავლით მთიან ყარაბაღში იარაღის მიწოდებაში ადანაშაულებს. მიმდინარე ოპერაციას კი ამ მოქმედების აღსაკვეთად ამართლებს. ყარაბაღში ამბობენ რომ აღნიშნულ გზებს სტეფანაკერტისა და შუშის რაიონის ოთხ თემს შორის კავშირისთვის იყენებდნენ, აზერბაიჯანს კი სამხხრივი შეთანხმების დარღვევასა და გზის ბლოკადაში მოქცევის მცდელობაში ადანაშაულებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×