რეზონანსი
26.03.2023

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ ეს ნობელის პრემია კი არაა, არამედ ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის დამფუძნებლის, ნობელიანტი სიურ ლინდებრეკეს სახელობის პრემიაა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებისთვის.

"შარლატანი სააკაშვილისთვის ე.წ. ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონია ნორვეგიაში. რეალურად, ეს ნობელის პრემია კი არაა, არამედ ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის დამფუძნებლის, ნობელიანტი სიურ ლინდებრეკეს სახელობის პრემია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებისთვის. ნორვეგიელმა მემარჯვენეებმა სამარცხვინოდ დააიგნორეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთი ვერდიქტი ჯალათი სააკაშვილის რეჟიმზე. ცნობისთვის, სტრასბურგის ამ ავტორიტეტული სასამართლოს იურისდიქცია ნორვეგიაში 1952 წლიდან ვრცელდება. P.S. Dress code "შეესაბამება ევროპულ, ნორვეგიულ სტანდარტებს"-წერს გია აბაშიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×