რეზონანსი
20.04.2023

ის მყიფე ბალანსი, რასაც აშშ ბოლო წლები მოჩვენებითად იცავდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ცალსახად დაირღვა ოპოზიციის სასარგებლოდ, - ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირების და ამ თემაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მცდელობა მიუთითებს, რომ ოპოზიციას, ამერიკელების და ევროპელების მხარდაჭერის მათთვის სასურველი ხარისხი აქვს.

თუმცა, ანჯაფარიძის თქმით, ხელისუფლების მოწინააღმდეგეები კარგად ხვდებიან, რომ მათ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს არ უჭერს.

„რა დასკვნები შეიძლება გამოვიტანოთ აშშ-ს მიერ ჩვენი მოსამართლეების დასანქცირებასა და ამ საკითხზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებულ პერიპეტიებიდან? ის მყიფე ბალანსი, რასაც აშშ ბოლო წლები მოჩვენებითად იცავდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ცალსახად დაირღვა ოპოზიციის სასარგებლოდ.

შესაბამისად, ჩვენი ოპოზიცია როგორც იქნა ეღირსა ამერიკელების (იკითხე ევროპელებისაც!) მხარდაჭერის მათთვის სასურველ ხარისხს. თუმცა, ისინი ვერ ეღირსნენ და ვერც ეღირსებიან ხალხის მხარდაჭერის მათთვის სასურველ ხარისხს და ყველაზე უკეთ თავად ხვდებიან ამას." - წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×