რეზონანსი
20.04.2023

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, არცერთ ობიექტზე - არც წერეთელზე და არც ხიდთან მიმართებაში, არანაირი სამუშაო არ ჩატარებულა. ფაქტობრივად, სრულად მოშლილი და განადგურებულია მიწისქვეშა კომუნიკაციები, რაც ამ სამუშაოების დაწყების ერთ-ერთი ძირითადი მიზანი იყო, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა „ქრონიკაში" განაცხადა.

„გარდა ამისა, წერეთლის გამზირი დედაქალაქისთვის არის ერთ-ერთი ცენტრალური არტერია სატრანსპორტო მიმართულებით, შესაბამისად კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ამ ობიექტის დაწყება, - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.

მისი თქმით, რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად მოხდება მიწის ზედა და ქვედა კომუნიკაციების შეცვლა, მოეწყობა ახალი გარეგანათების ქსელი, მოეწყობა ახალი გამწვანებული სივრცეები და მიწისქვეშა ურნები.

„წერეთლის გამზირი სრულად განახლდება, მოეწყობა საავტობუსო ზოლები, მოწესრიგდება ტროტუარები, მაქსიმალურად, სრულად ადაპტირებული გახდება შშმ პირთათვის, მოეწყობა სპეციალური ველობილიკები. ბოლო წლებში ჩვენ მიერ რა გამზირების რეაბილიტაციაც მოხდა, წერეთლის გამზირის იერსახეც ასე შეიცვლება", - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.

თბილისის მერის მოადგილემ აღნიშნა, რომ მერიის ძირითადი მოთხოვნაა, რომ სამუშაოები მაღალი ხარისხით და უმოკლეს დროში შესრულდეს.

„ხარისხის ნაწილში ჩართულია რამდენიმე სამსახური, ხოლო რაც შეეხება დროის ნაწილს, საჭიროა 24-საათიანი სამუშაო გრაფიკი, სხვანაირად დათქმულ ვადაში სამუშაოების მოსწრება შეუძლებელია. ჩვენ ზოგადად, ნებისმიერი პროექტის დაგეგმვისა და განხორციელების დროს, მაქსიმალურად ვცდილობთ რაც შეიძლება ნაკლები დისკომფორტი შევუქმნათ მოსახლეობას", - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.

დღეიდან, დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×