რეზონანსი
12.08.2023

საბერძნეთი გახდა მე-14 ქვეყანა, რომელიც შეუერთდა „დიდი შვიდეულის" წევრი ქვეყნების ვილნიუსის დეკლარაციას უკრაინის მხარდასაჭერად, რომელიც წარმოადგენს ჩარჩო დოკუმენტს მომავალ „უსაფრთხოების გარანტიებთან" დაკავშირებით, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

„მადლობელი ვარ საბერძნეთის, რომ შეუერთდა G7-ის დეკლარაციას უკრაინის მხარდაჭერის შესახებ. საბერძნეთი გახდა მე-14 ქვეყანა, რომელმაც მხარი დაუჭირა უკრაინის „უსაფრთხოების გარანტიებს", - დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამის" არხზე.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს, კირიაკოს მიცოტაკისს უკრაინისა და საბერძნეთის პარტნიორობისადმი ერთგულებისთვის.

„ჩვენ ერთად ვმუშაობთ უკრაინის ნატო-სკენ მიმავალ გზაზე", - განაცხადა ზელენსკიმ.

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ათენმა და კიევმა გამართეს პირდაპირი მოლაპარაკებები ორმხრივი შეთანხმების დასადებად, რომლის თანახმადაც, საბერძნეთის ვალდებულება იქნება, უკრაინას რამდენიმე სექტორში და არა მხოლოდ თავდაცვის სფეროში „უსაფრთხოების გარანტიები" მისცეს.

ამასთან, უკრაინამ დიდ ბრიტანეთთან „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ" ორმხრივი კონსულტაციები დაიწყო. მანამდე კი, უკრაინამ ორმხრივ შეთანხმებაზე „უსაფრთხოების გარანტიების" უზრუნველყოფის შესახებ მოლაპარაკებები აშშ-სთანაც დაიწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×