რეზონანსი
12.08.2023

რიკოთის პროექტთან დაკავშირებით ოპოზციის პრეტენზიები არასერიოზულია მმართველი გუნდისთვის.

პარლამენტის ადამიანის უფლეფათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ოპონენტებს არანაირი მტკიცებულება არ აქვს და მათი ერთადერთი მიზანი, მოსახლეობაში პანიკის დათესვა და მნიშვნელოვანი პროექტების დაზიანებაა.

როგორც მიხეილ სარჯველაძე აღნიშნავს, ინფრასტრუქტურის მინისტრმა გააბათილა ის ნარატივი, რომელსაც რიგი პოლიტიკოსები იყენებენ.

"ირაკლი ქარსელაძემ კარგად გამოაჩინა, რომ მას თავის სამართლებელი არაფერი აქვს, მან გააბათილა ის ნარატივი, რომელსაც ოპოზიციის ერთი ნაწილი იყენებს. პოპულისტური მიზეზებით, შესაძლოა ნახეს მიზეზი რის გამოც შეიძლება პანიკა იოლად დათესონ. ამ მანიპულაციის ფონზე, სპეკულაციას ყოველგვარი შანსი მოუსპო ირაკლი ქარსელაძის განცხადებებმა. აბსოლუტურად ცხადი გახდა, რომ რაიმე ბრალდებას არავითარი მიზეზი არ გააჩნია. პრაქტიკულად თვითმიზნად აქვთ გამოცხადებული, რომ სადმე რამე კონტრარგუმენტი მონახონ, რომლითაც დაუპირისპირდებიან ხელისუფლებას. ეს იყო მორიგი იაფფასიანი პოლიტიკური მანიპულაცია და ამას არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტების გარკვევის სურვილთან,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×