რეზონანსი
12.08.2023

რაჭველები დღეს შოვის სტიქიისას დაღუპულ და-ძმა გუტაშვილებს გამოემშვიდობნენ. დამანგრეველმა მეწყერმა ამ ოჯახიდან 9 ადამიანი მოიყოლა, მათგან 6 ჯერ არ უპოვიათ.

შოვში სამძებრო სამუშაოების მე-10 დღე უშედეგო აღმოჩნდა - მაშველების დაუღალავი შრომის მიუხედავად, დღეს დაკარგულებიდან ვერავინ იპოვეს. ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის სტიქიას 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან 20 ცხედარია იდენტიფიცირებული. 9 ადამიანს ისევ ეძებენ.

დღეს სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო სამუშაოების არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა და 54 კმ-ის სიგრძის პერიმეტრი მოიცვა. ამ დროისთვის ჩამოწოლილი მასის 40% უკვე შემოწმებულია.

ცნობისთვის, რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალურ მონაცემებით, შოვის სტიქიას 22 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 19 იდენტიფიცირებულია. 11 ადამიანი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა. დაკარგულებსა და დაღუპულებს შორის არიან ბავშვები. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი.მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა დაწყებული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×