რეზონანსი
13.08.2023

ქეთი დუმბაძემ ხმა მისცა გამჭვირვალობას. როდესაც შენს ქვეყანას ასე არყევენ, ეს მარტო ქეთინო დუმბაძის ინტერესი არ არის. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რისთვის შემოდის მილიონები ამ ქვეყანაში, - განაცხადა „ქრონიკასთან" საუბრისას მწერალთა სახლის მომავალმა ხელმძღვანელმა ქეთი დუმბაძემ.

საზოგადოების ერთი ნაწილის მის მიმართ ერთ-ერთი პრეტენზია, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მხარდაჭერას უკავშირდება. დუმბაძემ განმარტა, თუ რატომ დაუჭირა მხარი აღნიშნულ კანონპროექტს.

„ძალიან ბევრი ადამიანი მიხვდა, რისთვის იყო, როგორ იყო ეს კანონი და არავითარი რუსული იქ არ იყო. ეს კანონი არავის მიუღია. ეს იყო პირველი მოსმენა, რომლის საფუძველზეც ეს კანონი საერთაშორისო ორგანიზაციებში უნდა გადაგზავნილიყო და მათგან უნდა მოსულიყო დასკვნა. ამას მისცა ხმა ქეთი დუმბაძემ და ხმა მისცა გამჭვირვალობას. როდესაც შენს ქვეყანას ასე არყევენ, ეს მარტო ქეთინო დუმბაძის ინტერესი არ არის. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რისთვის შემოდის მილიონები ამ ქვეყანაში", - განაცხადა დუმბაძემ.

სსიპ საქართველოს მწერალთა სახლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება უკვე გამოსცა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×