რეზონანსი
13.08.2023

ქეთი დუმბაძის თქმით, მწერალთა სახლის დირექტორობას არ დათანხმდებოდა თუ არ იქნებოდა დარწმუნებული, რომ ნატა ლომოურის ხელმძღვანელობისთვის განკუთვნილი დრო დასრულებულია. ამ თემაზე დუმბაძე „ქრონიკას" ესაუბრა.

„ოქტომბერში დაერქვა [ლომოურს მწერალთა სახლის დირექტორი], თორემ დანიშვნა მოხდა აგვისტოში. ეს ყველამ იცის და პირველ რიგში ნატაშამ იცის. ჩვენ მეგობრები ვართ. ასე არ არის, მტრებად რომ გაგვიყვანეს. 3 მინისტრი გამოვიცვალე კულტურის სამინისტროში და სამივე მთავაზობდა, რომ ასე მომხდარიყო, მაგრამ მე ასე არ გავაკეთე არავითარ შემთხვევაში. იმისთვის, რომ მე იქ წავსულიყავი ნატაშა გაეშვათ, ასეთი რამ გამორიცხული იყო", - ამბობს დუმბაძე.

მისი თქმით, ის შეხვდება და ითანამშრომლეს ყველასთან, ვისაც ამის სურვილი ექნება და დასძენს, რომ პოლიტიკური ნიშნით არავინ გაურჩევია.

ქეთი დუმბაძე მწერალთა სახლს 4 სექტემბრიდან უხელმძღვანელებს. ის ნატა ლომოურს ჩაანაცვლებს, რომელიც ამ თანამდებობას 12 წლის განმავლობაში, ანუ 3 ვადით იკავებდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×