რეზონანსი
15.10.2023

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი ისრაელის ხელისუფლებას ღაზის სექტორში თავშეკავებულობისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ ბრიტანული მედია ავრცელებს ინფორმაციას.

როგორც ჯეიმს ქლევერლიმ აღნიშნა, ისრაელის არმიამ უნდა გამოიჩინოს თავშეკავებულობა, დისციპლინა და თავიდან აიცილოს მასობრივი მსხვერპლი.

„თავშეკავებულობა, დისციპლინა, ეს არის ისრაელის თავდაცვის ძალების ის დამახასიათებელი ნიშნები, რომლის დანახვაც მსურს. და მართლაც, ეს არის მაღალფუნქციური სამხედრო ორგანიზაციის, როგორიცაა ისრაელის თავდაცვის ძალები, განმასხვავებელი ნიშნები, რაც მკვეთრად განსხვავდება ტერორისტული სისასტიკეებისგან, რომლებსაც „ჰამასი" სჩადის", - განაცხადა ქლევერლიმ.

ამასთან, ბრიტანელმა დიპლომატმა აღნიშნა: „მე ვთქვი, შეინარჩუნეთ ეს მკაფიო განსხვავება: ისრაელი ცდილობს, თავიდან აიცილოს სამოქალაქო მსხვერპლი, „ჰამასი" ეძებს მოქალაქეებს, რათა სამიზნეში ამოიღის ისინი".

ჯეიმს ქლევერლიმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება.

„ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი „ჰამასის" ტერორისტული თავდასხმებიდან, რომლებიც ღაზიდან ხორციელდება. მათ აქვთ ვალდებულება, მინიმუმამდე დაიყვანონ სამოქალაქო მსხვერპლი. ამ საკითხს ვაყენებ ყველა საუბრის დროს, რომელიც ისრაელის მთავრობასთან ამ თემაზე მაქვს", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა.

ჯეიმს ქლევერლიმ ასევე დაადასტურა, რომ „ჰამასის" მიერ მძევლად აყვანილ პირებს შორის 10-მდე ბრიტანელია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×