რეზონანსი
15.10.2023

საფრანგეთმა 60 რუსი ქვეყნისთვის საშიშ პირთა სიაში შეიყვანა, - ინფორმაციას უკრაინული მედია

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ჟერალდ დარმანინზე დაყრდნობით ავრცელებს.

"S" სიაში 60-მდე რუსია. მათ შორის, როგორც ჩანს, არიან ჩეჩნეთიდან ჩამოსული ადამიანები. აქამდე ჩვენი ინსტრუქციები იყო ამ ადამიანების სისტემატური დეპორტაცია, რომლებიც შეიძლება განსაკუთრებით საშიში იყვნენ", - თქვა დარმანენმა.

დარმანენის თქმით, დაახლოებით 60 რუსიდან, რომლებიც "S" სიაში შედიან, ორმოცი ციხეშია, ხოლო ოცამდე შესაძლოა რუსეთში დეპორტირდნენ.

არსებული ინფორმაციით, მინისტრმა უკვე მიიღო ხელისუფლებისგან ნებართვა, რომ რუსულ მხარეს იმ მოქალაქეთა სია გადასცეს, რომლებიც შესაძლოა დეპორტირდნენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×