რეზონანსი
15.10.2023

მინდა ჩვენ მოქალაქეებს ვუთხრა, რომ თუკი ვინმეს სასწრაფოდ გამგზავრება სურს, არის უამრავი რეისი კვიპროსის და ათენის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ისრაელის სახელმწიფოში ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

„ძალიან მარტივი და იაფია, რომ ლარნაკაზე აიღოს ადამიანმა ბილეთი და შემდგომ გადაჯდომით გაემგზავროს საქართველოში. ასე რომ, ვინმეს თუ სასწრაფოდ უნდა და ვერ შოულობს ბილეთს პირდაპირ რეისზე, არის ეს საშუალება და შეუძლიათ გამოიყენონ", - აღნიშნა ჟვანიამ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თელ-ავივიდან დღეს ერთი რეისი ჩამოფრინდა. ბორტზე დაახლოებით, 100 ადამიანი იმყოფებოდა.

დღესვე ისრაელიდან კიდევ ერთი, დამატებითი რეისი შესრულდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×