რეზონანსი
01.11.2023

ჩვენ მივიჩნიეთ, რომ ეს იყო ძალიან ზედმეტი და არ იყო სწორი საქციელი, არ დაგვიმალავს, არ დაგვიწყია ჩვენი თანაგუნდელის დაცვა იმ რამდენიმე ფრაზასთან დაკავშირებით, რაც არ მოგვეწონა, დავგმეთ ეს ამბავი და მას ეყო ვაჟკაცობა, გამოვიდა ნახევარ თუ ერთ საათში და ბოდიში მოიხადა სახალხოდ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ზოგიერთი ოპონენტი გუშინ პარლამენტში მომხდარით ქულების დაწერას ცდილობს.

„ამ დროს ის ადამიანები, რომლებიც ახლა გაგრძელებას და პოლიტიკური ქულების დაწერას აპირებენ, მოღალატეებს ეძახიან ადამიანებს, ქალ დეპუტატებს შეურაცხყოფას აყენებენ, მათ შორის რაღაც ფაშისტურ და ბოლშევიკურ შავ სიებში რომ მოხვდნენ ქალი დეპუტატები, ქალზე თუ აქვთ აქცენტები, ამას საერთოდ ატარებენ, არაფერს ამბობენ ამაზე. მათი ერთ-ერთი ლიდერი წლების წინ პრეზიდენტ ქალს რას ეძახდა, მაგრამ როგორც კი მათკენ გადავიდა ეს პრეზიდენტი ქალი, მერე არის შეურაცხყოფა არის და ისე არ არის. ანუ მათ ბოდიშის მოხდა არ შეუძლიათ, მათ არ შეუძლიათ ღირსეული საუბარი, არ შეუძლიათ, განასხვაონ რა არის შეურაცხყოფა. დღეს მითხრეს, შეკამათება რომ იყო, მოღალატე რა შეურაცხყოფააო, მათთვის არ არის და ყველა ნორმალური ადამიანისთვის არის. არ ვამართლებ, დავგმეთ კიდევაც პირიქით, მაგრამ სამშობლოს მოღალატეს რომ დაგიძახებენ, „წამოთხლაშული“ და ასეთი რა საშინელებებიც უნდა ეძახო ადამიანს, მოღალატე არის ყველაზე მძიმე შეურაცხყოფა, სამშობლოს მოღალატეს რომ გეძახიან. ეს არის პოლიტიკური შეფასებაო, რაზე ვლაპარაკობთ, მათთვის არის პოლიტიკური შეფასება და ნებისმიერი ნორმალური ქართველისთვის, ვისაც ოდნავ მაინც სამშობლოს განცდა და სიყვარული აქვს, ამაზე დიდი შეურაცხყოფა არ არსებობს. შეურაცხყოფის ფორმულაზე ვერ ვთანხმდებით და რაზე შევთანხმდებით, ღირსება და ვაჟკაცობა ვისაც ეყო, ბოდიში მოიხადა და მათ აღიარებაც კი უჭირთ, შეურაცხყოფა არის თუ არა კონკრეტული საკითხები, ჩვენს შორის სხვაობა სწორედ ამაშია“, – განაცხადა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×