რეზონანსი
07.11.2023

ძალიან მძიმე დანაშაული მოხდა. ამ ყველაფერ კიდევ უფრო მეტად ამძიმებს ის, რომ მკვლელობა ჩადენილია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ. ამაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, რომელიც ჩვენი ტერიტორიების უკანონო ოკუპაციას ახორციელებს,- ამის შესახებ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„მე მინდა მივუსამძიმრო ოჯახსა და ახლობლებს. მეორე ჩვენი თანამოქალაქის ახლობლებს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა მოხდეს მისი დროულად დაბრუნება სახლში. ახლა ჩვენი უპირველესი ამოცანაა, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ გატაცებული და დაპატიმრებული ჩვენი თანამოქალაქე გავათავისუფლოთ და დავაბრუნოთ სახლში. ასევე, ჩვენი ამოცანა გალავთ, რომ მაქსიმალური მობილიზაცია მოვახდინოთ ყურადღების ჩადენილ მკვლელობასთან დაკავშირებით რათა როდესაც დრო მოვა, პასუხისგებაში მიეცნენ დამნაშავეები და წარდგნენ საქართველოს მართლმსაჯულების წინაშე. რა თქმა უნდა, მაქსიმალურად უზრუნველვყავით საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება. ევროკავშირის მონიტორინგის მისიაც გამეხმაურა მყისიერად მომხდარს და საერთაშორისო შეფასებებიც გაკეთდა. კიდევ გაკეთდება და ჩვენ არცერთ შესაძლებლობას არ გავუშვებთ საერთაშორისო არენაზე, ფორუმებზე თუ პოლიტიკურ სამიტებზე, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენი რეაქცია ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დააკავეს ერთი ადამიანი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×