რეზონანსი
07.11.2023

ჩვენ, ხალხის მხარდაჭერით შევძელით, რომ საქართველოში 11-წლიანი უწყვეტი მშვიდობა დღეს არის გარანტირებული, მაგრამ ეს საჩუქარი არ არის, ამას სჭირდება დაცვა და მოფრთხილება და ძალიან დიდი პასუხისმგებლობით გატარებული პოლიტიკა, რის საწინააღმდეგოს აკეთებს რადიკალური ოპოზიცია, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე „ქრონიკაში“ ოპოზიციის ბრალდებებს ხელისუფლების მიმართ კირბალში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

„მივმართავ ოპოზიციას - დღეს მაინც გაჩუმდით და სჯობს სამძიმარი უთხრათ ოჯახს, ვიდრე ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები მოვისმინოთ თქვენგან“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, მომხდარი უმძიმესი დანაშაული კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს საფრთხეები ემუქრება.

„საფრთხის დონე რჩება მაღალი და რა თქმა უნდა ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც ხელისუფლება დგამს რუსეთთან მიმართებით უნდა იყოს ასჯერ გაზომილი და უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სრული პასუხისმგებლობით გადადგმული და არა ისე, როგორც გუშინ ეს ოპოზიციონერები სთხოვდნენ ევროკავშირს, რომ ორმხრივი ახალი სანქციების დაწესება ჩაუდეთ პირობებში საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებადო“, -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დააკავეს ერთი ადამიანი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×