რეზონანსი
07.11.2023

მათ [„ნაციონალური მოძრაობა“] დაასამარეს ყველაფერი ევროპული და საქართველოს არანაირი ფაქტობრივი წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე არ ჰქონია, ვიდრე ჩვენი წინა ხელისუფლება არ შეცვალა ჩვენმა საზოგადოებამ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, მომავლის პოლიტიკა, ევროპული, ეროვნული პოლიტიკა არ შეიძლება აკეთონ იმ ადამიანებმა, რომლებმაც საკუთარ ქვეყანას ბიუჯეტიდან მილიარდები მოჰპარეს.

„არ შეიძლება მომავლის პოლიტიკა იმ ადამიანებისთვის იყოს, ვინც აწამებდნენ საკუთარ თანამოქალაქეებს, ვინც პროკურატურაში იბარებდა ღამღამობით და აიძულებდნენ, რომ ქონება ეჩუქებინათ. არ არის მომავლის პოლიტიკა მათთვის, ვინც ტელეკომპანიებზე ძალადობრივ რეიდებს ახორციელებდა. არ არის მომავლის პოლიტიკა და არ არის ევროპულ პოლიტიკაში ადგილი მათთვის, ვინც ადამიანებს აშანტაჟებდნენ და პირადი ცხოვრების უკანონო ჩაწერით იყვნენ დაკავებული. ვინც სასამართლო ფეხქვეშ გათელა და ყველა ევროპული ღირებულება. 2012 წლამდე წელიწადს ვერ ნახავთ რომ ისეთი მძიმე დანაშაულები, რაც 7 ნოემბერს გააკეთეს, რომ არ იყოს აღწერილი საერთაშორისო თუ ადგილობრივ ანგარიშებში. მაშინ სახალხო დამცველთან ვმუშაობდი და ძალიან კარგად მახსოვს, რა იყო წინა ხელისუფლების დამოკიდებულება ადამიანებისადმი. თანაც ამას აკეთებდნენ ევროპის და დასავლეთის სახელით. ანუ, ადამიანებს ეუბნებოდნენ, რომ იმიტომ გკლავთ, გაწამებთ, გარბევთ უკანონოდ, რომ ეს რეფორმებს სჭირდებაო. მათ დაასამარეს ყველაფერი ევროპული და საქართველოს არანაირი ფაქტობრივი წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე არ ჰქონია, ვიდრე ჩვენი წინა ხელისუფლება არ შეცვალა ჩვენმა საზოგადოებამ“ - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×