რეზონანსი
05.12.2023

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, აქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

"დაველოდებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას. მაქვს პოზიტიური მოლოდინი, მთლიანად, საქართველოსთან ერთად, რომ ამას ჩვენ დამსახურებულად მივიღებთ. ხელმოცარულები დარჩებიან ისინი, ვინც, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ იბრძოდნენ და ერთმანეთს ასმენდნენ. ხომ მოვისმინეთ, როგორ იყვნენ წინააღმდეგნი, რომ კანდიდატის სტატუსი მოეპოვებინა საქართველოს ჩვენი მმართველობის პერიოდში. ჰოდა, დააკვირდით ამ ხელმოცარულებს, რა კომენტარებს გააკეთებენ 15 დეკემბერს. განსაკუთრებით, სალომე სამადაშვილს. კიდევ არიან ხელმოცარულები... მათი სახეები, გთხოვთ, მანახოთ 15 დეკემბერს," - აცხადებს ირაკლი ზარქუა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×