რეზონანსი
05.12.2023

ევროპელი ლიდერების საბოლოო გადაწყვეტილებამდე 9 დღე რჩება. საქართველო კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, მანამდე კი თბილისში ისევ დისკუსიის საგანია, ვინ შეუერთდება ცხრა დათქმის შესრულების პროცესს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ 9 დათქმის შესრულების პროცესში ოპოზიციის მონაწილეობის იმედი არ აქვს. მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილს, პარლამენტში, ერთი წლის განმავლობაში, დესტრუქციის გარდა, არაფერი უკეთებია.

"არც არანაირი მოლოდინი არ მაქვს და დიდად, არც ინტერესი არ მაქვს, რომ რადიკალმა ოპოზიციამ თავისი დესტრუქციული დღის წესრიგით იმუშაოს სამუშაო ჯგუფებში. იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ ერთი წლის განმავლობაში, დესტრუქციის გარდა, მართ არაფერი არ გაუკეთებიათ საქართველოს პარლამენტში. მაგრამ, საბედნიეროდ, ევროპელმა პარტნიორებმა დაინახეს, რომ ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით და ოპოზიცია არა მხოლოდ ზარმაცობს, არამედ საბოტაჟით არის დაკავებული. ამიტომ, ახლა ტყუილად ნუ წამოწევენ ხოლმე ამ თემას. თუ არ მონაწილეობენ, მარტივად თქვან, რომ არ ვმონაწილეობთ და დაამთავრონ ეს თემა," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×