რეზონანსი
05.12.2023

იურიდიული პირებისთვის პარტიების დაფინანსების აკრძალვა ვენეციის კომისიის ერთ-ერთი მოთხოვნაა. აქედან გამომდინარე, შესაბამისი პუნქტი აისახა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაში და კანონპროექტი მიიღება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, აქ სასპეკულაციო არაფერია.

„ოპოზიცია ცდილობს, სპეკულირებას, რაც არაჯანსაღი პროცესია. არის კონკრეტული მოთხოვნა, რომელიც სრულდება, ეს არის და ეს. რა თქმა უნდა, ეს კონკრეტული კანონპროექტი ქვეყანაში ოლიგარქების პრობლემას ვერ გადაჭრის, კეზერაშვილი დარჩება კეზერაშვილად, ხაზარაძე – ხაზარაძედ, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც წარმოგვიდგინა ვენეციის კომისიამ და რომელიც უნდა შესრულდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×