რეზონანსი
05.12.2023

საქართველოდან გაუჩინარებული რუსი აქტივისტი რაფაილ შეპელევი ნიჟნი-ტაგილის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. რუსი ადვოკატებისა და უფლებადამცველების თქმით, მას ტერორიზმში ედება ბრალი.

მათ განცხადებაში წერია, რომ შეპელევი რუსი ძალოვნების პროვოკაციის მსხვერპლი გახდა. ის თბილისიდან ცხინვალის რეგიონში გაიტყუეს, იქ დააკავეს და ვლადიკავკაზში გადაიყვანეს, ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, შემდეგ კი სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს და ნიჟნი-ტაგილის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ რუსი აქტივისტი სოფელ კირბალიდან გაუჩინარდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. 9 ნოემბერს შსს აცხადებდა, რომ შეპელევმა საოკუპაციო ხაზი საკუთარი ნებით გადაკვეთა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×