რეზონანსი
05.12.2023

მონაწილეობას მივიღებთ ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში, სადაც საუბარი იქნება იმ პროგრესზე, რომელიც ქვეყანას 2023 წელს ჰქონდა, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ბრიუსელში განაცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და საპარლამენტო დელეგაცია ვიზიტით იმყოფებიან.

სამხარაძის თქმით, შეხვედრებისას საუბარი მათ შორის შეეხება რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს.

„ვიზიტისას საუბარი იქნება მომავალ გაფართოებაზე. ელჩებთან საუბარი იქნება რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე და პარტნიორი ქვეყნების ხედვას მოვისმენთ, თუ როგორ ხედავენ ისინი ნატო-ს სამომავლო გაფართოებას და როდის ივარაუდება ნატო-ს გაფართოება. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალიან მძიმე ვითარებაა და სამწუხაროდ, ცოტა ხნის წინ მოხდა საქართველოს მოქალაქის მკვლელობა. ასევე ხდება გატაცებები. ჩვენი საუბრის თემა ეს საკითხები იქნება, ზოგადად, ასევე რუსეთიდან მომავალი საფრთხეები“, – განაცხადა სამხარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×