რეზონანსი
27.12.2023

"ჩვენ გვაქვს რამდენიმე ძირითადი მიმართულება და გამოწვევა, გადასაჭრელი პრობლემა და მიმართულება: არავის გაუკვირდება თუ დავიწყებ ტერიტორიული მთლიანობით , ეს არის ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა, გამოწვევაა მშვიდობა, განვითარება, ეკონომიკური წინსვლა და ერთ-ერთი მთავარი არის ევროკავშირის წევრობა,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, ამ ყველაფრის ერთად უზრუნველყოფა და ამ გზაზე ისე სიარული, რომ არცერთი მიმართულება არ დაზიანდეს, ყველაზე მთავარი გამოწვევა ეს არის.

"ჩვენ გვაქვს რამდენიმე ძირითადი მიმართულება და გამოწვევა, პრობლემა გადასაჭრელი, მიმართულება - არავის გაუკვირდება, თუ დავიწყებ ტერიტორიული მთლიანობით , ეს არის ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა. გამოწვევა არის მშვიდობა, განვითარება, ეკონომიკური წინსვლა და ერთ-ერთი მთავარი, არის ევროკავშირის წევრობა. ცალ-ცალკე, ყველა წარმოადგენს რთულ და არა მარტივად გადასაწყვეტ საკითხს, მაგრამ რომ შევაფასოთ, მთავარი გამოწვევა ამ ყველაფრის ერთად უზრუნველყოფაა ისე, რომ არც ერთი მათგანი არ დაზიანდეს. 3-4 მთავარი თემა დავასახელე, ყველა გზაზე ისე სიარული, რომ არცერთი არ დააზიანო - ეროვნული ინტერესები, თვითმყოფადობა, სუვერენიტეტი შეინარჩუნო და ჩემს მიერ დასახელებულ გზაზე ისე იარო, რომ არცერთი არ დააზარალო და ყველაფერი ისე მიდიოდეს, რომ უკან ნაბიჯი არ გადადგა და მხოლოდ წინ იარო - ეს არის მთავარი გამოწვევა. ყველაზე დიდი პრობლემა და სირთულე სინამდვილეში იმაში მდგომარეობს, რომ ეს ყველაფერი ისე უზრუნველყო, რომ გრძელვადიან, მოკლევადიან, საშუალოვადიან პერსპექტივაში, ერთმანეთი არ დააზიანოს.

ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ქართველებმა, ამ ქვეყანამ უნდა შეძლოს, რომ ეროვნული ინტერესებიც გაატაროს და ამისი დაზიანების ხარჯზე, არაფერი არ განხორციელდეს. მშვიდობით, შერიგებით, განვითარებით იფიქროს დეოკუპაციაზე და ასე იფიქროს და ასე უზრუნველყოს საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი. ევროკავშირის წევრი გახადოს ეს ქვეყანა, ეკონომიკურად გააძლიეროს, მშვიდობა და სტაბილურობა უზრუნველყოს და ეს ყველაფერი, ერთობლიობაში მარტივი გადასაჭრელი არ არის. ჩვენ იმიტომ ვსაუბრობთ ასე ამაყად, რომ ჩვენ დავანახეთ მთელს მსოფლიოს და მის აღმატებულება ქართველ ხალხს, რომ ჩვენ ამ გზებზე, დავდივართ გამართულად და საბოლოო ჯამში, უზრუნველვყოფთ შედეგებს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×