რეზონანსი
31.01.2024

სიმართლე გითხრათ, „ლელო" რას იზამს, ფეხებზე მკიდია, სულ არ მაინტერესებს, მაგრამ ეს ხელმოცარულები საარჩევნო ბარიერსაც ვერ გადალახავენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ზარქუას თქმით, „სალომე სამადაშვილი ვერ იტანს, როცა მმართველი პარტიაა გამარჯვებული და თავად ხელმოცარული".

„სავარაუდოდ ისეთი შტერები არ არიან, რომ თავის პოლიტიკურ მომავალს ისამარებდნენ, მაგრამ ეს არის სალომე სამადაშვილის ხელწერა. ხომ იცით, სალომე რომელია? - ჩვენი ხელმოცარული ელჩი რომ იყო, ბრიუსელში დადიოდა და პარტნიორებს ეუბნებოდა, იქნებ, საქართველოს სტატუსი არ მისცეთო. ჯერ სამუშაო ჯგუფების შექმნას და სიგიჟეებს ითხოვდნენ, ჩვენ საკომიტეტო ფორმატზე მივუთითებდით, ახლა ფარსს უწოდებენ. ფარსს უწოდებდნენ კანდიდატის სტატუსსაც და რუსული პარტია გვეძახეს, თუმცა სტატუსი ღირსებით მივიღეთ. სიმართლე გითხრათ, „ლელო" რას იზამს, ფეხებზე მკიდია, სულ არ მაინტერესებს, მაგრამ ეს ხელმოცარულები საარჩევნო ბარიერსაც ვერ გადალახავენ.

სალომეს კომფორტი უყვარს და სახლში წავა, არითმეტიკა რომ იცის კარგად, გეგელია, დადგება, დროშაც მისცემენ, იგინებს და დააჯარიმებენ. დიდი შანსია, რომ ეს ლუზერთა, თაღლითების გაერთიანება ჩამოიშლებიან. სია ვერ ჩამოაყალიბეს, ვინ იყოს თავმჯდომარე, ვინ მეორე და ვინ - მესამე. ეს ჯერ ვერ გაიგეს. მათგან რა არის მოსალოდნელი? - ჩემი ხაბეს თამადობით, „ნაციონალურმა მოძრაობამ" შეცდომებზე ისწავლა. სამუშაო ჯგუფებში არ შემოდიოდნენ, გაკვეთილი მიიღეს და ახლა რადიკალიზმი არ უნდათ, რაც საზოგადოებამ ბევრი ნახა. „ნაცები" ამიტომ დასხდნენ და ახლა „ლელოს" ჯერია, მაგრამ ეს არის სამადაშვილის ხელწერა. ის ვერ იტანს, როცა მმართველი პარტიაა გამარჯვებული და თავად - ხელმოცარული. მისი მისვლა და „ლელოს" დაშლა მოხდა, ცუდი ფეხი აქვს და ვერ ხვდებიან. სალომე სამადაშვილია ლუზერი", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×