რეზონანსი
31.01.2024

„ალტ ინფოს" წევრი ბექა ვარდოსანიძე უკვე რამდენიმე საათია გამომძიებლების კითხვებს პასუხობს. ფაქტს წინ უძღოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, ტელეკომპანია „იმედისთვის" ოფიციალურ მეილზე, ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებები, რაც დაკავშირებული იყო აფეთქებების განხორციელების მუქარასთან.

„ქრონიკის" ინფორმაციით, „იმედისთვის" გაგზავნილ წერილში ნათქვამი იყო, რომ ტელეკომპანიის ავტომობილებში იყო დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობები, ისევე, როგორც თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საახალწლო ღონისძიებები იმართებოდა. წერილის მიღებისთანავე ტელეკომპანია „იმედი" დაუკავშირდა საგამოძიებო უწყებას და ყველა საგამოძიებო მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა. საგამოძიებო პროცესის მიმდინარეობისას, გამოძიების ინტერესების გამო, ინფორმაციას ტელეკომპანია აქამდე ვერ ასაჯაროებდა.

ბექა ვარდოსანიძის ადვოკატის, ოთარ ხურციძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს წარმოდგენა არ აქვს, რას ედავებიან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე სსკ-ის 331-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინებების საფუძველზე კონტრტერორისტულმა ცენტრმა ბექა ვარდოსანიძის პირადი, საცხოვრებელი ბინისა და ავტოფარეხის ჩხრეკა ჩაატარა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×