რეზონანსი
20.02.2024

რასაც ვაკვირდები, გაერთიანება ხდება ადამიანების ირგვლივ და არა – იდეის, ამიტომ არ მგონია, რომ კოალიციის საკითხი წარმატებული იქნება, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილს კითხვა დაუსვეს კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე.

ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, ვიდრე იდეის გარშემო არ ჩამოყალიბდებიან, კოალიციის შექმნა ძალიან გაუჭირდებათ.

„კოალიციის საკითხები ჯერ ძალიან ცუდად მიმდინარეობს. რამდენიმე ისე შეიქმნა და დაიშალა, საჯაროც არ გამხდარა. ამიტომ არ მგონია, რომ ეს წარმატებული პროცესი იქნება. რასაც ვაკვირდები, გაერთიანება ხდება ადამიანების ირგვლივ და არა – იდეის. ვიდრე ჩემი კოლეგები არ ჩამოყალიბდებიან, რა იდეით არიან, ძალიან გაუჭირდებათ. მით უმეტეს, ფულის დეფიციტია, ისეთი ფულის, რომელიც სტანდარტულ პარტიებს სჭირდებათ. ფული აქვთ მიშას და „ლელოს“, მეტი ფულის წყარო არ არის. არც ისე დიდი არჩევანია, ან „ნაცებში“ უნდა შეხვიდე, ან „ლელოში“. ამიტომ გაერთიანებების საქმე ძალიან რთულად არის“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×