რეზონანსი
26.03.2024

მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. 7 ბრალდებულიდან ერთ-ერთი „ქრონიკას" საქმის დეტალების უყვება. ამბობს, რომ დანაშაულებრივი სქემის შესახებ არაფერი იცოდა, მაგრამ ადასტურებს, რომ მისი საბანკო ანგარიშის გავლით სოლიდურ თანხას სხვის ანგარიშზე რიცხავდა.

„ვიცოდი ნამდვილად ამხელა თანხას რომ გზავნიდნენ, მაგრამ ეს თუ თაღლითური იყო, ნამდვილად არ ვიცოდი. თურმე იმ ადამიანის, რომლისაც მჯეროდა, ზუსტი სახელი და გვარიც არ მცოდნია. ანგარიშს მაძლევდა, მეუბნებოდა ესა და ეს ადამიანი გადმოგზავნის ამას და ამას, ამ ქვეყნიდან; ყველაფერი ვიცოდი, მონაცემები იმ ადამიანის გზავნილზე. რამე თაღლითური ხომ არ არის, პრობლემა არ შემექმნას-მეთქი - ვიკითხე და არა, ნამდვილად არაფერი არ არისო", - ამბობს ბრალდებული „ქრონიკასთან".

პროკურატურამ მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა 7 პირის მიმართ დაიწყო.

წყარო: იმედი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×