რეზონანსი
26.03.2024

არანაირი შეხება არ მაქვს არც ტენდერთან და შესაბამისად, მთელი ეს ისტორია, რაც მოვისმინეთ იყო სიცრუე, - აცხადებს „ხალხის ძალის" წევრი დაჩი ბერაია, რითაც პასუხობს მისი მისამართით ერთ-ერთი ოპოზიციური არხის ეთერით გაჟღერებულ ბრალდებებს. საუბარია ხობში მიმდინარე ტენდერებთან ბერაიას კავშირებზე გასულ დეზინფორმაციაზე.

„არანაირი შეხება არ მაქვს არც ტენდერთან და შესაბამისად, მთელი ეს ისტორია, რაც მოვისმინეთ იყო სიცრუე და ცრუპენტელა ემა გოგოხიას ფანტაზიის ნაყოფი. ეს არის ძალა („ნაციონალური მოძრაობა"), რომელიც ღალატობს სახელმწიფოს, ჰყავს ლიდერები, რომლებიც არიან პირდაპირი აგენტები და მოქმედებენ სხვა სახელმწიფოების თუ უცხო ძალების დავალებით და შესაბამისად, მორიგი ტყუილის თქმა, მათგან არ არის გასაკვირი და მოულოდნელი.

თუმცა, მათ გაცილებით მეტი დანაშაული აქვთ ჩადენილი ჩვენი სახელმწიფოს წინაშე, ვიდრე ერთი ცრუ სიუჟეტი და ყველაზე მოუწევთ პასუხისგება, როცა მათი გასამართლების დრო დადგება", - აცხადებს დაჩი ბერაია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×