ელზა პაპოშვილი
02.04.2024

სასტიკი მკვლელობა სამტრედიაში - ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ქალი 29 წლისაა. მას ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაადეს ხელბორკილები. მკვლელობა სამტრედიაში, ბარათაშვილის ქუჩაზე მოხდა. 

ელზა პაპოშვილი
01.04.2024

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰამამლოში ფიზიკური დაპირისპირება სისხლიან ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, დაპირისპირება დაჭრით დასრულდა. დანით, სხვადასხვა სახის დაზიანებები ორ ადამიანს აქვს მიღებული. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა კი სოფელში დაკრძალვაზე მოხდა. 

ნატალია ჯვარიძე
31.03.2024

საქართველოში უკვე ზედიზედ 4 წელია სიკვდილიანობის მაჩვენებელი შობადობას აღემატება. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა, რომელმაც უშუალოდ სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდის გარდა, ზოგადად მოსახლეობაში იმუნიტეტის დაქვეითება გამოიწვია

ელზა პაპოშვილი
29.03.2024

იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 29 წლის მამაკაცს ფსონების ცენტრის დაყაჩაღებას ედავებიან. ადგილობრივი გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულში მხილებული პიროვნება შენობაში სამზარეულოს დანით შეიჭრა და მუქარით ექვსი ათასი ევრო გაიატაცა.

თამთა ჩაჩანიძე
29.03.2024

ჯერ არც ერევნიდან და არც თბილისიდან ოფიციალური გამოხმაურებები არ ყოფილა სომხურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ შესაძლოა სომხეთმა საქართველოს ლორეს პროვინციის საზღვრისპირა სოფელი ჯილიზა დაუბრუნოს. ამას წინ უძღვოდა 25 მარტს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სომხეთში ვიზიტი. ისტორიკოსები და ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ამაზე კულუარული საუბრები იყო.

ნატალია ჯვარიძე
29.03.2024

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიხედვით, 29 მარტიდან საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე დედაქალაქშიც, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება ფიქსირდება. „მწვანეთა მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე აცხადებს, რომ ეს ნაწილაკები ჯანმრთელობისთვის საშიშია და ადამიანებს ამ პერიოდში გარეთ გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

ელზა პაპოშვილი
28.03.2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათში ძმებს შორის  სისხლიანი გარჩევა მოხდა. როგორც ირკვევა, შელაპარაკების შემდეგ მათ შორის კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რაც საბოლოოდ დაჭრით დასრულდა. მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

ელზა პაპოშვილი
27.03.2024

საბერძნეთში 19 წლის ქართველის მიერ ჩადენილი დანაშაულის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა, ათენში ქართველმა ჯერ სკოლის მოსწავლე ჩაქუჩით სცემა, შემდეგ კი სკოლის დირექტორი მუცელში დანით დაჭრა. ბერძნული მედია, ახალგაზრდა ქართველის მხრიდან დანაშაულის ჩადენის მოტივად შურისძიებას ასახელებს. 

ელზა პაპოშვილი
26.03.2024

მკვლელობა ქობულეთში - 47 წლამდე კაცმა 40 წლამდე კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როდესაც კლინიკაში მიიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და ოპერაციის გაკეთებამდე დაიღუპა. შემთხვევა საღამოს, აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, დაპირისპირებას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, თუმცა მათ კონფლიქტის მიზეზებზე საუბარი უჭირთ. სავარაუდო დამნაშავე კი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. 

ელზა პაპოშვილი
25.03.2024

თბილისში უმძიმესი დანაშაულის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. კაცმა, რომელმაც  მეზობელს და მეგობრის ცოლს ჩასაფრება მოუწყო, სასტიკად სცემა, შემდეგ კი დანით ჭრილობები მიაყენა, ბიჭიკო ბაჩილავაა. ის ბრალის წარდგენას ახლა  წინასწარი დაკავების იზოლატორში ელოდება. როგორც ცნობილი ხდება, 30 წლამდე მამაკაცი, მისთვის ნაცნობ ქალს სადარბაზოსთან დახვდა, ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი დანით აჩეხა. 28 წლის ქალს ნეკნები აქვს ჩამტვრეული და კიდურები აქვს მოტეხილი.   

ელზა პაპოშვილი
23.03.2024

სისხლიანი ანგარიშსწორება შეყვარებულებს შორის - ფონიჭალაში 28 წლის ქალმა თავისი შეყვარებული, 30 წლის მამაკაცი დაჭრა და ადგილიდან მიიმალა. მამაკაცმა საშველად ადგილობრივებს უხმო და ქუჩაში გამოსული დახმარებას ითხოვდა. მეზობლები ყვებიან, რომ შეყვარებულები ფონიჭალაში სტუმრად იმყოფებოდნენ. რა მოხდა მათ შორის, უცნობია. დილის 8 საათზე ყვირილის ხმა გაიგეს, გარეთ გამოსულებს კი დასისხლიანებული ახალგაზრდა კაცი დახვდათ, რომელიც შველას ითხოვდა. 

ელზა პაპოშვილი
22.03.2024

200-მდე ქალის 5 000-მდე ფოტო, 43 წლის მამაკაცი, რომელიც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა, ფოტოგრაფად ასაღებდა თავს და შემდეგ ქალებს გადაღებული ინტიმური შინაარსის ფოტოების გავრცელებით აშანტაჟებდა. 


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×