ნაზი ბერიძე 19.04.2023

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ბივალენტური ვაქცინა, სავარაუდოდ, შემოდგომისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ვისთვის იქნება სავალდებულო ბივალენტური ვაქცინა, რომელსაც ორმაგი ეფექტი აქვს და როგორია საქართველოში ეპიდვითარება - ინფექციონისტები მსჯელობენ.
|
ელზა პაპოშვილი 18.04.2023

კახეთში, ახმეტაში მოკლული 71 წლის ქალის საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ადგილობრივები და ქალის ქმარი, ვალერიან ხარიტონაშვილი მომხდარი დანაშაულის დეტალებს იხსენებენ. მოკლული ქალის მეუღლე ამბობს, რომ დაპირისპირების მიზეზი წლების წინ, როგორც ამბობს, თაღლითურად გაყიდული ბინა გახდა. ამ სახლში მკვლელობაში ბრალდებული 18 წლის ბაჩო ხაშმელაშვილი და მამამისი ცხოვრობენ. საქმეზე სასამართლო დავაც ჰქონდათ, თუმცა „ყალბი საბუთებით“ მათთვის ბინის დამტკიცება მაინც მოხდა.
|
თამთა ჩაჩანიძე 18.04.2023

მაცაცო კუბლაშვილი 20 წელზე მეტია, ბავშვებს ემსახურება და მათი საყვარელი პედიატრია. კლინიკა „პროფესორის" კლინიკური დირექტორი და ევექსის მარნეულის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი მაცაცო კუბლაშვილი ახალ კვლევებს და ბავშვებში გავრცელებულ ინფექციებთან დაკავშირებით რჩევებს გვიზიარებს.
|
ელზა პაპოშვილი 13.04.2023

ბაღდათში სისხლიანი ანგარიშსწორება მოხდა - ერთი მოკლული და ერთი დაჭრილი, პოლიციამ მკვლელობასა და დაჭრაში ეჭვმიტანილი 60- წლამდე მამაკაცი დააკავა. ადგილობრივები „რეზონანსთან“ მომხდარის დეტალებს ყვებიან და ამბობენ, რომ ქუჩური გარჩევა გასესხებული თანხის გამო დაიწყო. სიტყვიერ და ფიზიკურ ანაგრიშსწორებას კი მკვლელობა და დაჭრა მოჰყვა.
|
თამთა ჩაჩანიძე 13.04.2023

ჯერჯერობით გაურკვეველია რესპუბლიკურ საავადმყოფოს ბედი. ექიმების პირველმა პროტესტმა შედეგი გამოიღო, გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ავალიანი გადადგა. როგორც ირკვევა, ჯანდაცვის უწყება გადაწყვეტილების მისაღებად სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს და საერთაშორისო ექსპერტების დასკვნებს ელოდება, თუმცა მთავრობა პირობას იძლევა, რომ თანამშრომლებს სამუშაო ადგილებს შეუნარჩუნებს.
|
ელზა პაპოშვილი 11.04.2023

უმძიმესი დანაშაული თბილისში - ფონიჭალაში 31 წლის მამაკაცმა, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, ასაკოვან მამას დანით ყელის და თავის არეში ჭრილობები მიაყენა. დაჭრილის გადარჩენა ვერ შეძლეს და ის სასწარფოს მოსვლამდე საკუთარი სახლის ეზოში დაიღუპა. შვილი კი სახლიდან გაიქცა, თუმცა მისი დაკავება პოლიციამ რამდენიმე საათში შეძლო. ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ მამა-შვილს შორის კონფლიქტი ეზოს გასუფთავების გამო დაიწყო.
|
ელზა პაპოშვილი 11.04.2023

სისხლიანი გარჩევა თბილისში - ვარკეთილში მეზობლებს შორის დაწყებული კონფლიქტი ბზობის დღესასწაულის დღეს მკვლელობით დასრულდა. 50 წლამდე მამაკაცმა, მეზობელს, სავარაუდოდ, ჭრილობები დანით შელაპარაკების შემდეგ მიაყენა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ უბნელებს შორის, რომელბიც კორპუსის ეზოში სვამდნენ, სიტყვერი შელაპარაკება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. მოჩხუბარი მამაკაცები ადგილობრივებმა გააშველს, თუმცა, მოგვიანებით მკვლელობაში ეჭვმიტანილმა მოკლული ცალკე კორპუსის უკანა მხარეს გაიყვანა და დანით ჭრილობები მიაყენა.
|
ელზა პაპოშვილი 09.04.2023

პოლიცია ამ დრომდე ცდილობს გაარკვიოს რა გახდა თბილისის ცენტრში 10-მდე ახალგაზრდის ფიზიკური და შეიარაღებული დაპირისპირების მიზეზი და დაადგინოს და მათი ვინაობა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა დღის საათებში ჩხუბის და ავტომობილების დაჯახების ხმა გაიგონეს, გარეთ გამოსულებმა კი მოჩხუბარი ახალგაზრდები დაინახეს. მომხდარის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელშიც გავრცელდა, რომელიც რუსეთის მოქალაქემ გადაიღო. კადრებში ჩანს, რომ ვაკეში, ჟვანიას ქუჩაზე, ახალგაზრდები ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ კი შელაპარაკება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.
|
ელზა პაპოშვილი 07.04.2023

კახეთში არასრულწლოვანებზე სექსუალური ძალადობის ორი უმძიმესი ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა, კახეთის ერთ სოფელში 50 წლამდე მამაკაცი 15 წლის შვილს, ადგილობრივების თქმით, სისტემატურად აუპატიურებდა. მეორე შემთხვევაში კი 14 წლის გოგნა მამინაცვლის მხრიდან გაუპატიურების მსხვრეპლი არა ერთხელ გახდა. ორივე შემთხვევაში პოლიციამ მოძალადე მამაკაცები დააკავა.
|
ელზა პაპოშვილი 06.04.2023

მამისა და მამინაცვლის მხრიდან სავარაუდო გაუპატიურების ორი შემთხვევა კახეთში - საქმეში 15 და 14 წლის ბავშვები ფიგურირებენ. შემთხვევა სხვადასხვა სოფლებში მოხდა და პოლიციამ ორივე მამაკაცი ცხელ კვალზევე დააკავა. 15 წლის გოგონას შემთხვევაში, რომელზეც გამოძიების მტკიცებით მამა ძალადობდა, სკოლის დირექტორმა შეატყბინა. სავარაუდოდ, სკოლის ადმინისტრაცია ეჭვობს, რომ გოგონაზე ძალადობის შესახებ მისმა ოჯახის წვერებმაც იცოდნენ და ფაქტს მალავდნენ.
|
ელზა პაპოშვილი 05.04.2023

4-წლიანი პატიმრობა იარაღის ეპიზოდზე - ბადრი ესებუას საქმეზე ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. საუბარია იარაღის ეპიზოდზე, ესებუა ბრალს აღიარებს. საქმე ეხება იმ იარაღს, რომელიც პოლიციამ ბრალდებულის დაკავებისას სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში იპოვა.
|
ელზა პაპოშვილი 03.04.2023

ტრაგედია იმერეთში - მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს დანით 10-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც თავი მოიკლა. შემთხვევა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ბანოჯაში, დაჭრილის დის სახლთან მოხდა.
დანაშაულს არაერთი თვითმხილველი ჰყავს. მათი თქმით, 50 წლამდე ასაკის ვალერი გაბუნია ქალს შერიგებას სთხოვდა, უარის გამო კი, ის ჯერ ყოფილ მეუღლეს გაუსწორდა, შემდეგ კი ჩათვალა, რომ ქალი მოკლა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|