ელზა პაპოშვილი 20.03.2023

30 წლის ქართველ მამაკაცს ბერძნული მედია 28 წლის დევნილი უკრაინელ ქალზე სექსუალურ ძალადობასა და შემდეგ მის განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებს. მამაკაცი კი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ქალთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა და ისინი სასეირნოდ იმყოფებოდნენ, როდესაც სელფის გადაღების დროს მისი მეგობარი ქალი კლდიდან გადავარდა და დაიღუპა.
|
ელზა პაპოშვილი 18.03.2023

საკვებით გამოწვეული ასფიქსია თუ ძალადობა - რა გახდა რეალურად დიდ დიღომში 12 წლის ბავშვის სიკვდილის მიზეზი? ახლა ყველა ექსპერტიზის საბოლოო დასკვნას ელოდება, რომელმაც გამოძიებას შესაძლოა მიმართლება საერთოდ შეუცვალოს. 12 წლის ანა იანუ-შაიტიტეს ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის 109-ე მუხლით დაიწყო, თუმცა საგამოძიებო უწყება ახლა კიდევ ერთ ვერსიაზე მუშაობს - სასუნთქ გზებში საკვების გადაცდენით გამოწვეულ ასფიქსია.
|
ელზა პაპოშვილი 17.03.2023

ამ დრომდე ცდილობს გამოძიება დაადგინოს, რა გახდა 12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების მიზეზი, რომელიც გუშინ საღამოს გაუჩინარდა და გვიან ღამით უგონო მდგომარებაში იპოვეს. ექიმები მას 1 საათის განმავლობაში ხელოვნურ სუნთქვას უკეთებდნენ და გულის ამუშავებას ცდილობდნენ, მაგრამ გადარჩენა ვერ შეძლეს.
|
ელზა პაპოშვილი 16.03.2023

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ბიძაშვილმა ბიძაშვილი დაჭრა. 49 წლის ელიზბარ გიგილოშვილს ქვედა კიდურის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული. როგორც ადგილობრივები „რეზონანსს“ უყვებიან, მამაკაცს ბიძაშვილმა დამიზნებით იარაღი ფანჯრიდან ესროლა. მათ 2-ჯერ გასროლის ხმა გაიგეს და წაქცეული მეზობელი დაიანხეს, რომელიც შველას ითხოვდა.
|
ელზა პაპოშვილი 16.03.2023

უმძიმესი შემთხვევა ბათუმში - კიდევ ერთი ბავშვი, რომლის სიცოცხლეც უსაფრთხოების წესების დარღვევას ემსხვერპლა. ძლიერმა ქარმა, 8 წლის ბიჭი, რომელიც ბათუმის ბულვარში ბატუტზე ძმასთან ერთად თამაშობდა, ატრაქციონთან ერთად გაიტაცა, ბატუტი გადაბრუნდა, შიგნით მყოფი არასრულწლოვნები კი მძიმედ დაშავდნენ.
8 წლის ბიჭი საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო მისი 3 წლის ძმა მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ის ოჯახმა სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანა. ოჯახი უკრაინიდან არიან ჩამოსულები. როგორც ადგილობრივები „რეზონანს“ უყვებიან, ბავშვების დედა უკრაინელია, ხოლო მამა ქართველი. ისინი ხერსონიდან არიან და ომს გამოექცნენ, თუმცა ტრაგედია ბათუმში დაატყდათ.
|
ელზა პაპოშვილი 14.03.2023

სასამართლომ მამაკაცს, რომელმაც მეზობელი მისივე შვილების თვალწინ მოკლა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ხოლო მეორე პირს, რომელსაც დანაშაულის დაფარვას ედავებოდა, 7 წლით პატიმრობა განუსაზღვრა. სასტიკი მკვლელობა კი 2022 წლის 16 ივნისს მოხდა, რომელმაც მთელი ქუთაისი და საქართველო შეძრა.
|
ელზა პაპოშვილი 13.03.2023

დედის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა - გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. სასამართლო პროცესზე ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებდა. თავის მხრივ, დაცვის მხარე ირწმუნება, რომ მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები აქვს, რასაც შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს.
|
თამთა ჩაჩანიძე 10.03.2023

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პროტესტი „მაიდანს ახსენებს", ხოლო პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი კი წერს, რომ „2008 წლის აგვისტოს განმეორების შემთხვევაში, ეგრევე თბილისს დაარტყამენ". როგორც თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, კრემლი იმედგაცრუებული და გულაცრუებულია.
|
ბაჩანა ტყემალაძე 10.03.2023

თბილისის ქუჩებში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი საპროტესტო აქცია 7-8 მარტს გაიმართა, რის შედეგადაც მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ „უცხოეთის აგენტების" შესახებ კანონპროექტი უკან გაეწვია. აქციას შეუერთდნენ ისინიც, ვინც აქამდე აპოლიტიკურობით გამოირჩეოდა. ერთი შეხედვით ცხადია, რომ პროტესტანტებს შორის ახალგაზრდები სჭარბობდნენ.
|
ნაზი ბერიძე 09.03.2023

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ოპოზიციას მოუწოდა, რომ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაში უმრავლესობას შეუერთდნენ, რადგან ყველა რეკომენდაცია და ხალხის ნება, რომელიც მხოლოდ მათზე იყო დამოკიდებული, უკვე შესრულებულია, მათ შორის სახალხო დამცველის არჩევა. დარჩენილი საკითხების განხორციელებას კი, სრულად ოპონენტების მხარდაჭერა განსაზღვრავს.
|
ელზა პაპოშვილი 08.03.2023

იყო თუ არა სასულიერო პირზე თავდასხმაში ბრალდებული შეურცხად მდგომარეობაში? - მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასაულიერო პირს, ცოტნე თვარაძეს გიორგი ბედიაშვილი თავს უკნიდან დაესხა. სამი ჭრილობა ზურგის, ხოლო ერთი, ხელის არეში მიაყენა და მიიმალა. დანაშაულის ჩადენის იარაღი, დანა კი თან წაიღო. ბრალდებულის ადვოკატი ამტკიცებს, რომ დაკავებულს ფისიქიკური პრობლემები აქვს და ის მომხდარს ვერ ათვითცნობიერებდა.
|
ელზა პაპოშვილი 07.03.2023

სისხლიანი გარჩევა ახმეტაში - 44 წლის მამაკაცს ჭრილობები ფეხის არეში მიაყენეს. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ბექა ონიაშვილისთვის ფულის გამოძალვას ცდილობდნენ, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება კი სისხლიან ანგარიშსწორებად იქცა. დაჭრილი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა. ადგილობრივების ინფორმაციით, ონიაშვილს ახმეტაში მცხოვრები ძმები თიღილაურები დაუპირისპირდნენ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|