ელზა პაპოშვილი
05.02.2024

უკრაინა დიდი ცვლილებების მოლოდინშია - ომის პარალელურად მსოფლიოს ყურადღება უკრაინის შიგნით მიმდინარე პროცესებისკენ არის მიპყრობილი. რამდენიმე დღეა რაც, ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინის არმიის მთავარსარდალი შესაძლოა, თანამდებობიდან გაათავისუფლონ. იანვრის ბოლოს გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ზალუჟნის ადგილი, შესაძლოა, თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა დაიკავოს ან სახმელეთო ძალების გენერალმა სირსკიმ. 

თუმცა, ორივე მათგანმა ზალუჟინის ადგილის დაკავებაზე უარი განაცხადა. დასავლური მედია, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ზალუჟნის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა შესთავაზეს, თუმცა, მან უარი განაცხადა.    

"სამხედროები, რომლებიც პოლიტიკურ საქმიანობას აპირებენ, ომით აღარ უნდა დაკავდნენ," - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლისთვის ეკონომისტთან მიცემული ინტერვიუ საბედისწერო აღმოჩნდა. 2023 წლის ნოემბერში, გენერალმა გამოცემას უთხრა, რომ ფრონტზე ვითარება ჩიხში შევიდა, რამაც ზელენსკის გაღიზიანება გამოიწვია. წყარო ყვება, რომ ზელენსკი უკმაყოფილოა ზალუჟნის მზარდი პოპულარობითაც. უკრაინაში თუ ჩატარდებოდა საპრეზიდენტო არჩევნები, ზალუჟნიც განიხილებოდა ერთ-ერთ კანდიდატად და საკმაოდ მაღალი იყო მისი რეიტინგი, ვიდრე მოქმედი პრეზიდენტის ზელენსკის. 

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი მთავარსარდალს კვირის ბოლომდე გადააყენებდა, თუმცა, უკვე კვირაა და განკარგულება ჯერ არ გამოუცია რატომ აჭიანურებს პროცესს ვოლოდიმირ ზელენსკი - ამ სიყვარულის დასტურია სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც უკრაინელების 72% არ ეთანხმება გენერლის თანამდებობიდან გადაყენებას.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, უკრაინელების 88% ენდობა ვალერი ზალუჟნის , 62% კი ვოლოდიმირ ზელენსკის, გენერლის რეიტინგი უფრო მაღალია.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გადაყენების შესაძლებლობაზე საჯაროდ პირველად განაცხადა.

„ეს არის საკადრო საკითხი. რა თქმა უნდა, საჭიროა გადატვირთვა, ახალი დასაწყისი. ვგულისხმობ რაღაც სერიოზულს, რომელიც ეხება არაერთ ადამიანს, არამედ ქვეყნის ხელმძღვანელობის მიმართულებას,“ - განაცხადა მან იტალიურ Rai1-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, გამარჯვებისთვის საჭიროა თავდაჯერება, დადებითი ენერგია.

„თუ გამარჯვება გვინდა, ყველას ერთი მიმართულებით უნდა ვუბიძგოთ. გამარჯვებაში დარწმუნებულები, არ შეიძლება იმედგაცრუებულები ვიყოთ, დავნებდეთ, სწორი დადებითი ენერგიები უნდა გვქონდეს. ამიტომ ვსაუბრობ გადატვირთვაზე, შეცვლაზე, რაღაცას სერიოზულს ვგულისხმობ, რაც ეხება არა ერთ ადამიანს, არამედ ქვეყნის ხელმძღვანელობის მიმართულებას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკი იმასაც აღარ მალავს, რომ  ფრონტზე ვითარება ჩიხში შევიდა და ამის მიზეზი სამხედრო ტექნიკის მიწოდების შეფერხებაა. „რაც შეეხება ხმელეთზე ომს, აქ ჩიხური მდგომარეობაა, ეს ფაქტია, რადგან იყო ტექნიკის შეფერხება და შეფერხებები ნიშნავს შეცდომებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ Rai1-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, უკრაინას რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად თანამედროვე საშუალებები სჭირდება. „ვიბრძვით ტერორისტების წინააღმდეგ, რომლებსაც ჰყავთ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი არმია, საბრძოლო მასალა საკმარისი არ არის, გვჭირდება თანამედროვე ტექნიკური საშუალებები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, მისი თქმით, სამხედრო-საზღვაო ოპერაციამ დადებითი შედეგები მოიტანა.

„რუსეთმა დაკარგა მრავალი ხომალდი, შავ ზღვაში კი ჩვენ მოვახერხეთ მარცვლეულის დერეფნის შექმნა, ამიტომ ოპერაციის ეს პრაგმატული ნაწილი, რომელსაც ეკონომიკაზე ზეგავლენა აქვს, დადებითად განხორციელდა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი მტკიცებით, რუსეთის არმიას არ შეუძლია მნიშვნელოვანი წინსვლის მიღწევა და შეჩერებულია.     

კონფლიქტოლოგი და კავკასილოგი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ზალუჟინის და ზელენსკის დაპირიპირება მხოლოდ ორ ადამიანს შორის დაპირისპირება არ არის. „რეზონანსთან“ კონფლიქტოლოგი აცხადებს, რომ ეს არის უკრაინის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძრვანელობას შორის გაჩენილი სერიოზული ბზარი, რომელიც მომდინარეობს ჯერ კიდევ მარიუპოლის დაცვიდან.

„ეს დაპირიპირება დღეს არ დაწყებულა. ეს არის უკვე მარიუპოლის დროიდან დაწყებული კონფლიქტი. საკითხი მდგომარეობს იმაშაში, რომ ზოგიერთი ობიექტის დაცვა, რომელიც სამხედრო თვალსაზრისით საჭირო არ იყო და ითხოვდა ძალიან ბევრი ხალხის შეწყვეტას, უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის დაჟინებული მოთხოვნით, სამხედრო ხელისუფლება იძულებული გახდა ეს დაცვა განეხორციელებინა.

„ამის გამო ძალინ დაძაბული სიტუაცია შეიქმნა პირადად ზელენსკსა და ზალუჟნის შორის. სხვათაშორის ამ კონტრშეტევის წარუმატებლობა დაბრალდა და დიდ ნაწილში ხელი სირსკს შეაწმინდეს. ის კი ზალუჟნის მარჯვენა ხელია. როგორც ირკვევა, ზალუჟნი და მისი გენერლები, პოლიტიკურ ხელმძღვანელობას თავიდანვე უხსნიდნენ, რომ ამ ობიექტების დაცვა და ხალხის შეწირვა არ ღირდა. თუმცა მათ დაიჟინეს, რადგან ეს პიარისთვის მნიშვნელოვანი იყო. აქ საუბარია მარიივკაზე, ბახმუტზე, ავდეევკაზე და ა.შ. ეს ყველაფერი კი მარიუპოლიდან დაიწყო. ამიტიმ ეს დაპირისპირება დროთა განმავლობაში კიდევ უფორ გამწვავდა და საბოლოო სახე მიიღო. ამიტომ ახლა ზელენსკი არაა გამორიცხული, რომ ჩავარდნილკონტრშეტევას ზალუჟინს აბრალებდეს და მასზე ხელის შეწმენდაც ცდილობდეს“,-ამბობს არეშიძე.   

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ დასავლელი ლიდერები ზალუჟინთან უფრო ადვილად პოულობენ სალაპარაკო ენას, ვიდრე ზელენსკისთან და მის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან. ეს კი რა თქმა უნდა, სიტუაციას კიდევ უფორ ძაბავს.  

„ზალუჟინი ცდილობს უკრაინის ომზე რეალური სურათი წარმოადგინოს. ის ცდილობს იმ რეალობას გაუსწოროს თვალი, რაც ამ ომში არსებობს. პოლიტიკური ხელისუფლების პასუხისმგებლობის წონა უფორ მეტია და ზალუჟინი არ არის ის პიროვნება, რომ ვინმეს ხელი შეაწმენდინოს. ის რაც ამ ხნის განმავლობაში გასაკეთებელი იყო, უკრაინის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ვერ ან არ გააკეთაა“,-ამბობს არეშიძე. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×