სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თეა ბეჟიტაშვილი
    07.04.2015

     "ამ ეტაპზე ვლადიმერ პუტინის ნომერ პირველი ამოცანა დონბასიდან ყირიმისკენ სახმელეთო ხიდის გაჭრაა, რისთვისაც მას მარიუპოლის ოკუპაცია სჭირდება", - ამბობს კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე რუსული აგრესიის შეჩერების შესაძლო ვარიანტებზე საუბრისას.

    თიკო ოსმანოვა
    04.04.2015

     35 წლიანი იზოლაციის შემდეგ დასავლეთმა ირანისათვის სანქციების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. ასეთი შედეგით დასრულდა ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შვეიცარიაში მიმდინარე მოლაპარაკება, რომელიც 8 დღეს გრძელდებოდა.

    თეა ბეჟიტაშვილი
    03.04.2015

     "დროებითი მშვიდობა" უკრაინაში და გაზაფხულზე მოსალოდნელი სამხედრო კონფლიქტის გამწვავება - ასე აფასებენ სპეციალისტები დღეს არსებულ ვითარებას. მათი თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის გაფორმებული მინსკის ხელშეკრულებით კმაყოფილი არც ერთი მხარე არაა.

    თეა ბეჟიტაშვილი
    25.03.2015

    ამერიკელი კანონმდებლები ბარაკ ობამას მიმართავენ, უკრაინა თავდაცვითი იარაღით მოამარაგოს, რათა ქვეყანამ ტერიტორიების დაცვა შეძლოს.

    თეა ბეჟიტაშვილი
    24.03.2015

     უკრაინა, შესაძლოა, იარაღს ევროპისა და არაბეთის სახელმწიფოებიდან იღებდეს, თუმცა სამხედრო სპეციალისტების თქმით, ქვეყანა სამხედრო ტექნიკას თავადაც აწარმოებს. "ერთადერთი, რაც უკრაინას ესაჭიროება, არის ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, რომლითაც შეუძლია რუსული ტანკების ეფექტურად შეჩერება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე.

    იაგო ნაცვლიშვილი
    23.03.2015

     სპეციალურად "მთელი კვირისთვის" ერევნიდან

    სომხეთის ისტორიისა და კულტურის გაცნობა, 100 წლის წინ მომხდარ ტრაგედიაზე მედიისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, ყარაბახის კონფლიქტი - ეს იყო მთავარი საკითხები, რომელიც სომხეთის დედაქალაქ ერევანში გამართულ საერთაშორისო მედიაფორუმზე ჟურნალისტებს გააცნეს.

    თეა ბეჟიტაშვილი
    17.03.2015

     რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, თუკი ყირიმში მოვლენები "უარყოფითად განვითარდებოდა", მოსკოვი ნებისმიერი ქმედებისთვის, მათ შორის ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის მზად იყო.

    ეთო გაბაშვილი
    16.03.2015

     სად არის პუტინი - ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც რუსეთის პრეზიდენტი მისთვის უჩვეულოდ უკვე კვირაზე მეტხანს კამერების წინ არ გამოჩენილა. საზოგადოების და მედიის ერთი ნაწილი კრემლის ლიდერის ავადმყოფობაზე აკეთებს აქცენტს. მეორე ვერსიით, პუტინის გაუჩინარება რუსეთის პოლიტელიტაში დაწყებულ დაპირისპირებაზე უნდა მიანიშნებდეს. აღსანიშნავია, რომ დასავლეთის ცნობილი გამოცემები სწორედ ამ ვარიანტს იზიარებენ.

    ვახტანგ შამუგია
    14.03.2015

     რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თითქმის ერთი კვირაა ჟურნალისტების წინაშე არ გამოჩენილა. სოციალურ ქსელებში ამ ფაქტმა დიდი რეზონანსი გამოიწვია. რუსულენოვან, და არა მარტო, ბლოგებსა თუ ფორუმებზე გავრცელდა სხვადასხვა ვერსიები იმის შესახებ, თუ რას შეიძლება უკავშირდებოდეს პუტინის ასეთი მოულოდნელი გაუჩინარება. ვარაუდებს შორის ყველაზე პოპულარული რუსეთის ლიდერის გარდაცვალება ან მძიმე ავადმყოფობაა.

    თეა ბეჟიტაშვილი
    13.03.2015

    ამერიკა უკრაინას 75 მილიონი დოლარის დახმარებას უგზავნის. აღნიშნულ დახმარებაში შედის არალეტალური სამხედრო აღჭურვილობა და ტექნიკა: "კფმუტ"-ის მცირე ზომის უპილოტო აპარატები, "რგქმუუ"-ს 30 დაჯავშნული მანქანა, რადიოგადამცემები, ნაღმსაწინააღმდეგო რადარები და სხვა სახის აღჭურვილობას.

    ეკატერინე ბასილაია
    12.03.2015

     რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობის ირგვლივ ვერსიები და ეჭვები არ ცხრება, უკვე საუბარი დაიწყო იმაზე, რომ ამ მკვლელობის შემკვეთის კვალი ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურ რამზან კადიროვთან მიდის. დასახელდა კონკრეტული გვარებიც - კადიროვის მრჩეველი სულეიმან გერემეევი და კადიროვის ბიძაშვილი ადამ დელიმხანოვი, რომელსაც, არც მეტი არც ნაკლები, ჩეჩნეთის მეთაურის "პირად ჯალათსაც" უწოდებენ.

    ეთო გაბაშვილი
    09.03.2015

     ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში ბორის ნემცოვის მკვლელობაში სავარაუდო ეჭვმიტანილი მისივე ნასროლმა ხელყუმბარამ იმსხვერპლა - ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" ავრცელებს. მათი ცნობით, გუშინ გროზნოში, ლევ იაშინის ქუჩაზე სავარაუდო ეჭვმიტანილის ბინას პოლიციამ ალყა შემოარტყა და დანებება მოსთხოვა. იგი სამართალდამცავებს არ ჩაბარდა და საპასუხოდ პოლიციის მისამართით ხელყუმბარა ისროლა. თუმცა, ყუმბარის ნამსხვრევებისგან სასიკვდილო ჭრილობები თავად მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციის თანამშრომლები ინციდენტის შედეგად არ დაშავებულან.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved