სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    აკაკი გვიმრაძე
    01.10.2015

     აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში კიბერუსაფრთხოების თემაზე საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას მიეძღვნა კონფერენცია, რომელიც რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართა ევროპის საბჭოს ორგანიზებით.

    ეკატერინე ბასილაია
    30.09.2015

     მთიანი ყარაბაღის გაყინული კონფლიქტი დღეს აფეთქების ზღვარზეა და შესაძლოა ძალიან ცხელ დაპირისპირებაში გადავიდეს. ბოლო კვირის განმავლობაში ყარაბაღის კონფლიქტის ზონასა და აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე შეტაკებებია, დაღუპული და დაშავებულები არიან მშვიდობიან მოსახლეობაშიც.

    თეა ბეჟიტაშვილი
    30.09.2015

     "ნახევარი ძალით ფარიკაობა," - ასე შეაფასეს თბილისში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების - ბარაკ ობამასა და ვლადიმირ პუტინის - შეხვედრა.

    თეა ბეჟიტაშვილი
    28.09.2015

      სირიის ტერიტორიაზე მყოფი რუსული არმიის ნაწილები ღიად ჩაერთვნენ საბრძოლო მოქმედებებში. რუსული და არაბული მედიის ცნობით, ხუთშაბათს, დილით რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების 810-ე ბრიგადის მებრძოლებმა დაჯგუფება "ჰეზბოლას" წევრებთან ერთად სირიის დედაქალაქ ალეპოსტან მდებარე ქალაქ ხალების აეროპორტზე მიიტანეს იერიში, რომელსაც დღეისათვის "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები აკონტროლებენ.

    ვახტანგ შამუგია
    28.09.2015

     სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის ზონაში სიტუაცია ამ ეტაპზე უკიდურესად დაძაბულია. მხარეები კონფლიქტის ესკალაციის, საბრძოლო მოქმედებების განახლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ჯარისკაცების დაღუპვაში ბრალს ერთმანეთს სდებენ.

    ვახტანგ შამუგია
    16.09.2015

     არალეგალური მიგრაციის გიგანტურმა ტალღამ ევროკავშირი ახალი, სერიოზული გამოწვევებისა და რეალობის წინაშე დააყენა. გასული წლის ბოლოდან დღემდე ევროპის კონტინენტზე სხვადასხვა საშუალებებით მილიონამდე აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის ქვეყნებში მცხოვრები ადამიანი ჩავიდა. მათი გზა სარისკო და ხიფათიანია. კრიმინალური დაჯგუფებების სიხარბე და გულგრილობა ათასობით მათგანის დაღუპვის მიზეზი გახდა.

    სალომე სარიშვილი
    15.09.2015

     თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში კვლავ დაძაბული ვითარებაა. ადგილობრივების ცნობით, საკურორტო ქალაქ ალანიას ქურთებით დასახლებულ უბნებში თურქი სამხედროები ანტიტერორისტულ ოპერაციას განაგრძობენ. ამ ფონზე კი თურქი ნაციონალისტები აქციებს მართავენ. ალანიაში მცხოვრები ქართველი, რომელსაც "რეზონანსი" ესაუბრა, ამბობს, რომ ვითარება ქალაქში შედარებით სტაბილურია, თუმცა მოსახლეობა ღამით ქუჩაში გასვლისგან მაინც თავს იკავებს.

    გვანცა ღვედაშვილი
    15.09.2015

    ბოლო პერიოდში მიგრანტთა არნახული მოზღვავების გამო გერმანია უპრეცედენტო ზომას მიმართავს და ავსტრიასთან სასაზღვრო კონტროლი შემოაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ეს შენგენის შეთანხმების მთავარი პრინციპის დარღვევაა, რაც მის ხელმომწერ ქვეყნებს შორის სასაზღვრო ბარიერების მოშლას გულისხმობს, ბერლინში აცხადებენ, რომ ეს ზომა დროებითია და აუცილებლობით არის გამოწვეული.

    თიკო ოსმანოვა
    13.09.2015

     ოდესის გუბერნატორიდან პრემიერობამდე - მოუწევს თუ არა უკრაინაში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ამ გზის გავლა, ჯერჯერობით უცნობია. ქართველ პოლიტოლოგებს ამასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი მოსაზრებები აქვთ. "მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრემიერად" - გასულ კვირას უკრაინაში ასეთი ონლაინ-პეტიცია გაჩნდა. თავად სააკაშვილი კი უკრაინაში ხელისუფლების ცვლილებას არ გამორიცხავს.

    ვახტანგ შამუგია
    12.09.2015

     სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის ზონაში კვლავ დაძაბული ვითარებაა. მხარეები ერთმანეთს სიტუაციის განგებ გართულებასა და შეიარაღებული კონფლიქტის ხელახალი ესკალაციის მცდელობაში ადანაშაულებენ.

    გვანცა ღვედაშვილი
    12.09.2015

     თურქეთის საკურორტო ქალაქ ალანიაში ნაციონალისტებსა და ქურთებს შორის შეტაკებები მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქურთების საკუთრებაში მყოფ რამდენიმე რესტორანსა და ღამის კლუბს ცეცხლი გაუჩნდა. მთლიანად დაიწვა ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბი "ლას-ვეგასი". ჯერჯერობით არ გავრცელებულა ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ.

    ეკატერინე ბასილაია
    09.09.2015

      ახლო აღმოსავლეთში ახალი ფართომასშტაბიანი ომის საფრთხე იზრდება - ნოემბრის ვადამდელი არჩევნების წინ პრეზიდენტ ერდოღანს ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ საომარი მოქმედებები ერაყის ტერიტორიაზე გადააქვს. მანამდე თურქეთის არმიამ იგივე მიზნით სირიის საზღვარი გადაკვეთა.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×