სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თაკო მათეშვილი
    26.11.2015

     ნავთობითა და ისტორიული ძეგლების ფრაგმენტებით ვაჭრობა, შემოწირულობები, მძევლებით მიღებული შემოსავალი, ძარცვა და გამოძალვა, სოფლის მეურნეობა - ეს ყველაფერი "ისლამური სახელმწიფოს" დაფინანსების წყაროა. შემოსავლის უპირველესი მომტანი კი, ნავთობის საბადოებია, რომლითაც ორგანიზაციის მიერ დაპყრობილი ტერიტორიები საკმაოდ მდიდარია.

    ვახტანგ შამუგია
    25.11.2015

      რუსეთი თურქეთს მტრად აღიქვამს და მასთან ყველანაირ თანამშრომლობას წყვეტს. რუსეთიდან თურქეთში ფრენა შეწყვეტილია. რუსულმა ტუროპერატორებმა თურქეთის მიმართულებით საგზურების გაყიდვა შეწყვიტეს და ახლა იმაზე მიდის მსჯელობა, თუ როგორ დააბრუნონ სამშობლოში თურქეთში მყოფი 10 ათასამდე რუსი ტურისტი.

    ია აბულაშვილი
    25.11.2015

    თურქეთ-სირიის საზღვარზე გუშინ მომხდარი საჰაერო ინციდენტის შემდეგ ვითარება რუსეთსა და თურქეთს შორის უკიდურესად დაიძაბა. შეგახსენებთ, რომ თურქულმა ავიამოიერიშეებმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. "ცივი ომის" დასრულების შემდეგ ეს იყო პირველი შეიარაღებული ინციდენტი რუსეთსა და ნატოს წევრ სახელმწიფოს შორის.

    სალომე სარიშვილი
    24.11.2015

      ჰოლანდიის მთავრობა მოკავშირე ქვეყნებთან ერთად შენგენის ზონაში ლტოლვილთა და მიგრანტთა შეკავების მიზნით "მინი-შენგენის" შექმნის იდეას განიხილავს, რომლის თანახმადაც, 5 ქვეყანაში (ავსტრია, გერმანია, ბელგია, ლუქსემბურგი და ნიდერლანდები) საპასპორტო კონტროლი დაწესდება.

    თაკო მათეშვილი
    20.11.2015

     შესაძლებლობების გაზვიადება თუ რეალური საფრთხე - "ისლამური სახელმწიფოს" ახალი მუქარის შემცველ ვიდეორგოლებს ქართველი სპეციალისტები აფასებენ და ამბობენ, რომ უდიდესი და უმდიდრესი ტერორისტული ორგანიზაციის რესურსის ამოწურვამდე ჯერ შორია.

    თაკო მათეშვილი
    17.11.2015

     შურისძიება ტერაქტებისათვის - საფრანგეთი "ისლამური სახელმწიფოს" ე.წ. დედაქალაქს ბომბავს. საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ ომის დაანონსების შემდგომ სირიის ქალაქმა რაქამ საჰაერო ძალების 10 თვითმფრინავიდან 20 ჭურვი მიიღო.

    ნინო ქეთელაური
    16.11.2015

     "სახლიდან ნუ გავალთ, ფრთხილად იყავით, მოსალოდნელია განმეორება" - ასეთია საერთო განწყობა ქართველ ემიგრანტებში, რომლებიც ამჟამად პარიზში იმყოფებიან.

    ვახტანგ შამუგია
    16.11.2015

      უპრეცედენტო, სასტიკი, "არაადამიანური" და რაც მთავარია, ზედმიწევნით კარგად და ცივსისხლიანად ორგანიზებული - ეს ის ეპითეტებია, რომლითაც დასავლური პრესა თუ პოლიტიკოსები პარიზში 13 ნოემბრის ღამეს მომხდარი ტერაქტების სერიას აფასებენ. ბოლო მონაცემებით, ისლამისტების თავდასხმებს 129 მოქალაქე შეეწირა, 200-ზე მეტი კი დაშავდა. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების ყოფნა ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

    ეკატერინე ბასილაია
    16.11.2015

    საფრანგეთი ჯერ ისევ გლოვობს და პარიზის ტერაქტების სერია უკვე შეფასდა, როგორც ექსტრემისტების ომი ცივილიზაციისა და თავისუფლების წინააღმდეგ. თუმცა, საუბარია იმაზეც, რომ ტერორისტების საფრთხის კვალდაკვალ ევროპას, შესაძლოა, მეორე დიდი საფრთხეც დაემუქროს - არაბული სამყაროს სიძულვილით გაღვივებული ფაშიზმი. ამის ნიშნები არის და ეს მომავალში არანაკლებ სახიფათო შეიძლება გახდეს ევროპისათვის, ვიდრე დღეს ტერორიზმია.

    თაკო მათეშვილი
    14.11.2015

     ისლამისტების მორიგი მუქარა კავკასიას - "ისლამური სახელმწიფო" რუსეთს ვიდეორგოლს უგზავნის და კავკასიის დაბრუნებით იმუქრება. პოლიტოლოგები ამას შეუძლებლად მიიჩნევენ, რადგან, მათი აზრით, "ისლამურ სახელმწიფოს" ამჟამად მეორე ფრონტის გახსნისათვის საკმარისი რესურსი არ გააჩნია და მის მთავარ საზრუნავად მოპოვებული ტერიტორიების შენარჩუნებას ასახელებენ.

    ელზა პაპოშვილი
    06.11.2015

    "რუსეთისთვის ავღანეთი სირიაზე საშიშია, რადგანაც ავღანეთიდან "ისლამური სახელმწიფოს" წევრები თალიბანის დახმარებით რუსეთის მოკავშირე ქვეყნებში ძლიერდებიან, რაც რუსეთისთვის საფრთხის შემცველია", - აცხადებს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია, რომელიც ფიქრობს, რომ სირიის შემდეგ რუსეთი სამხედრო ინტერვენციას ავღანეთშიც დაიწყებს.

    აკაკი გვიმრაძე
    23.10.2015

     2015 წელს ყაზახეთი აღნიშნავს ყაზახეთის სახელმწიფოს შექმნის 550-ე წლისთავს - ხუთნახევარი საუკუნის წინ პირველად წარმოიქმნა ყაზახური სახანო, რომელმაც დასაბამი მისცა თანამედროვე ყაზახური სახელმწიფოს შექმნას.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×