სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ვახტანგ შამუგია
    22.10.2015

     "მინდა გითხრათ, რომ ყველანაირი საუბარი იმის შესახებ, რომ "ისლამური სახელმწიფოს" წევრები შესაძლოა, ამ საზღვრით გადმოვიდნენ - არაფრად ღირს", - წერს ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ჩეჩნეთის რესპუბლიკის ოდიოზური ლიდერი რამზან კადიროვი.

    მარიამ ხიდაშელი
    21.10.2015

    ირანი მზადაა, ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მსოფლიოს ექვს სახელმწიფოს შორის მიღწეული შეთანხმების პირობები წლის ბოლოსთვის შეასრულოს. პარალელურად, ამერიკა და ევროკავშირი სანქციების მოსახსნელად ემზადება. ქართველი ანალიტიკოსების აზრით, სანქციების მოხსნის შემდეგ, შესაძლოა, ირანი სამხრეთ კორიდორის პროექტში შევიდეს და ამ გადაწყვეტილებით სარგებელი საქართველომაც მიიღოს.

    თაკო მათეშვილი
    20.10.2015

     სირიის კონფლიქტის დინამიკაზე დაკვირვებით არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, მალე იგი რეგიონის ფარგლებსაც გასცდეს და მესამე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანოს - პოლიტოლოგების აზრით, სიმშვიდის მიზეზი ნაკლებად გვაქვს, ვინაიდან საომარ მოქმედებებში სულ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა ერთვება.

    გიორგი ჯანელიძე
    17.10.2015

    სპეციალურად "რეზონანსისთვის" ათენიდან

    კვირას, 4 ოქტომბერს მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ "კავკასიის" შენობაში. საზეიმო ღონისძიებაში ათენის ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობდნენ საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში, ბატონი იოსებ ნანობაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი, ბერძნული და საერთაშორისო სამედიცინო და ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

    თიკო ოსმანოვა
    16.10.2015

     ანკარაში განვითარებული მოვლენების შემდეგ მოსალოდნელი ტერაქტების საფრთხეებზე საუბრობენ საქართველოშიც. კავკასიის კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილის თქმით, "ისლამური სახელმწიფოსთვის" ნომერ პირველი ამოცანა საქართველო არ არის, თუმცა მათი ინტერესი კავკასიის მიმართ აშკარაა.

    ვახტანგ შამუგია
    07.10.2015

     მიუხედავად დასავლეთისა და ახლო აღმოსავლეთის ბევრი ქვეყნის პროტესტისა, რუსული სამხედრო ავიაცია სირიის ტერიტორიაზე ასადის მოწინააღმდეგეებს ახალ-ახალ საავიაციო დარტყმებს აყენებს. ისლამისტებთან ბრძოლით გართულმა რუსმა პილოტებმა ნატოს წევრი ქვეყნის, თურქეთის საჰაერო სივრცეც კი დაარღვიეს. თუმცა ეს ფაქტი ოფიციალურმა მოსკოვმა აღიარა და მას უნებლიე შეცდომა უწოდა.

    თაკო მათეშვილი
    06.10.2015

     სირიაში რუსეთის მოქმედებები საფრთხეს მთელ რეგიონს უქმნის - ამ დასკვნამდე მიდიან სპეციალისტები და ამბობენ, რომ ლოკალური კონფლიქტი უკვე რეგიონული მასშტაბის ომად იქცა. ისინი არც სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავებას გამორიცხავენ და ვარაუდობენ, რომ საჰაერო ოპერაციებიდან რუსეთი სახმელეთოზე გადავა, რაც ომში მთელი ამ ქვეყნის ჩართვას გამოიწვევს.

    ვახტანგ შამუგია
    03.10.2015

     უკვე მეოთხე დღეა, რაც რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავები სირიის ტერიტორიაზე მოქმედებენ. ისინი "ისლამური სახელმწიფოსა" და პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის წინააღმდეგ მებრძოლი სხვა ოპოზიციური შეიარაღებული დაჯგუფებების პოზიციებს ბომბავენ. მოსკოვის ეს ქმედებები დასავლური ქვეყნების ლიდერების სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, რადგანაც, მათი ცნობით, რუსული ავმარიშების შედეგად "ისლამისტური სახელმწიფოზე" მეტად ჯერჯერობით მეამბოხეთა სხვა დაჯგუფებების ზარალდებიან, რომელთაც დასავლეთი უჭერს მხარს.

    თაკო მათეშვილი
    02.10.2015

     სიტუაცია, როცა მსოფლიოში თამაშის წესებს ისევ რუსეთი ადგენს - ასე აფასებენ ექსპერტები მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და დასძენენ, რომ სირიის დაბომბვის შედეგად მან დაამტკიცა, რომ ერთადერთი ძალაა, რომელსაც "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლის უნარი აქვს. აშშ-ს კი, მათი თქმით, პოზიციების დათმობა მოუწია.

    ლიკა ამირაშვილი
    01.10.2015

     ობამა-პუტინის უშედეგო შეხვედრის შემდეგ აშშ-მ უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის გადაცემა დაიწყო. როგორც უკრაინაში აშშ-ის ელჩი ჯეფრი პაიეტი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე წერს, სარადარო სისტემებს, რომელიც ნაღმმტყორცნების საწინააღმდეგოდ გამოიყენება, კიევი შემოდგომაზე მიიღებს.

    აკაკი გვიმრაძე
    01.10.2015

     აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში კიბერუსაფრთხოების თემაზე საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას მიეძღვნა კონფერენცია, რომელიც რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართა ევროპის საბჭოს ორგანიზებით.

    ეკატერინე ბასილაია
    30.09.2015

     მთიანი ყარაბაღის გაყინული კონფლიქტი დღეს აფეთქების ზღვარზეა და შესაძლოა ძალიან ცხელ დაპირისპირებაში გადავიდეს. ბოლო კვირის განმავლობაში ყარაბაღის კონფლიქტის ზონასა და აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე შეტაკებებია, დაღუპული და დაშავებულები არიან მშვიდობიან მოსახლეობაშიც.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×