ეთო გაბაშვილი
15.12.2014

რყევები რუსულ სავალატო ბაზარზე გრძელდება. რუბლის ვარდნა ვერც რუსეთის ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებამ და ვერც საგამოძიებო კომიტეტის მუქარამ შეაჩერა და რუსულმა ვალუტამ მორიგი ანტირეკორდი დაამყარა.

მაია აბაიაძე
09.12.2014

"თუ უკრაინა გამოვა დსთ-დან, სეპარატისტები მოსკოვის დახმარებით გააათმაგებენ ზეწოლას და კონფლიქტი გადაიზრდება რეგიონულ ომში", - აცხადებს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე. პოლიტოლოგ კახა გოგოლაშვილის აზრით კი, უკრაინის ახალი ხელისუფლების მთავარი ამოცანა ეკონომიკური კოლაფსის თავიდან აცილება და რეფორმების გატარებაა.

მალხაზ გაგუა
08.12.2014

 სამშაბათს, როცა სომხეთის პარლამენტში ევრაზიულ კავშირში შესვლის რატიფიცირებაზე მსჯელობდნენ, პარლამენტის გარეთ ამის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია გაიმართა. ამ აქციაზე ზუსტად 14 კაცი იყო შეკრებილი, რომლებიც პარლამენტში შემსვლელ დეპუტატებს შეძახილებით აცილებდნენ. მოგვიანებით მათ ევრაზიული კავშირის მოწინააღმდეგე კიდევ დაახლოებით ამდენივე პროტესტანტი შეუერთდა.

ეთო გაბაშვილი
08.12.2014

გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი რუსეთის ფედერალური კრების წინაშე ყოველწლიური მიმართვით გამოვიდა. შეხვედრა დაახლოებით საათნახევარს გაგრძელდა და კრემლიდან პირდაპირ სატელევიზიო ეთერში გადაიცემოდა.

ეთო გაბაშვილი
08.12.2014

4 დეკემბრის ღამეს ჩეჩნეთის დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში ერთდროულად სროლის ხმა ისმოდა. ხელისუფლებამ კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოაცხადა. თვითმხილველთა თქმით, ქალაქში ჯავშანტექნიკა შეიყვანეს.

მაია აბაიაძე
05.12.2014

გუშინ ისლამისტმა მებრძოლებმა დიდი ხნის პაუზის შემდეგ გროზნოს მყიფე მშვიდობა დაარღვიეს. გროზნოს ცენტრში ღამის 1 საათზე დაწყებული ბრძოლების ჩახშობა ანტიტერორისტულმა ჯგუფებმა და სამართალდამცველებმა მხოლოდ დღის 2 საათისთვის მოახერხეს.

ეთო გაბაშვილი
01.12.2014

მოსკოვი მოუწოდებს ევროკავშირს, უარი თქვას ანტირუსულ სანქციებზე და "შავ სიაზე", რომელიც უკრაინაში გაჩაღებული კონფლიქტის გამო დაწესდა. ოფიციალური მოსკოვი სანქციების გაუქმების შემთხვევაში მზადაა, უარი თქვას საკუთარ სიებსა და კონტრზომებზე - იუწყება "ინტერფაქსი", რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსეი მეშკოვზე დაყრდნობით.

ეთო გაბაშვილი
24.11.2014

გასულ კვირას უკრაინის დედაქალაქში შარშანდელი საპროტესტო გამოსვლების დროს დაღუპულები გაიხსენეს. 2013 წლის 21 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ უკრაინის მაშინდელმა ხელისუფლებამ უარი თქვა დათქმულ ვადაში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე, ხალხმა მაიდანზე სტიქიურად შეკრება დაიწყო.

ეთო გაბაშვილი
17.11.2014

ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში "დიდი ოცეულის" სამიტი გაიმართა. ფორუმს მსოფლიო ლიდერები, მათ შორის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტები ესწრებოდნენ.

ეთო გაბაშვილი
17.11.2014

გასულ კვირას სოციალურ ქსელში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სომხური სამხედრო "მი-24-ის" ტიპის ვერტმფრენის ჩამოგდების კადრები გავრცელდა.

ვახტანგ შამუგია
14.11.2014

სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის ზონაში მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად დაძაბულია. დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში აზერბაიჯანული და სომხური მხარე, ტრადიციულად, ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ვახტანგ შამუგია
13.11.2014

უკრაინის აღმოსავლეთ რაიონებში მოქმედი პრორუსი სეპარატისტები სამთავრობო ჯარების წინააღმდეგ ფართომასშტაბიან სამხედრო შეტევას გეგმავენ. ამის შესახებ დასავლელი ექსპერტები და ანალიტიკოსები სულ უფრო ხშირად საუბრობენ. მათ ამ მოსაზრებას ნატო-ს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, ფილიპ ბრიდლავიც იზიარებს. მან დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში არსებულ საგანგაშო ვითარებაზე საინფორმაციო სააგენტო "როიტერზთან" ისაუბრა.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×