რეზონანსი
26.08.2014

აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების არეალიდან, რომელიც ბოლო ორი დღის მანძილზე კიდევ უფრო გაფართოვდა, კვლავ დიამეტრულად საპირისპირო ცნობები მოდის.

მალხაზ გაგუა
25.08.2014

 გუშინ უკრაინის დამოუკიდებლობის 23-ე წლისთავი დონბასში საბრძოლო მოქმედებების არნახული გააქტიურებით აღინიშნა. კიევში სამხედრო აღლუმის პარალელურად დონეცკის სამხრეთით და ლუგანსკის ჩრდილოეთით სეპარატისტებმა უკრაინის ჯარის პოზიციებზე იერიში მიიტანეს.

ეკატერინე ბასილაია
25.08.2014

ჩრდილოეთ კავკასიაში წელს უკვე მეოთხე მუსლიმი სასულიერო მოღვაწე მოკლეს. როგორც რუსული მედია იტყობინება, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეს უკვე 39-ე მკვლელობაა.

მაია აბაიაძე
22.08.2014

დასავლეთი მშვენივრად ხედავს, რაც ხდება და გააკეთა მაქსიმუმი, რაც შეეძლო, სამხედრო ძალის გამოყენება გამორიცხულია, უკრაინის გამო ომს არ დაიწყებენ, რუსეთის გაღიზიანება არ უნდათ და თვალს ხუჭავენ, - ასეთია პოლიტოლოგთა შეფასება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე. ექსპერტთა მეორე ნაწილის აზრით კი, ევროპის რეაქცია უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ისედაც საკმარისად მკაცრია.

მაია აბაიაძე
20.08.2014

 სანქციების ომი პიკს აღწევს დასავლეთის მხრიდან და ეს ტალღა, შესაძლოა, "გაზპრომსაც" გადასწვდეს! - აცხადებენ პოლიტოლოგები "რეზონანსთან" საუბრისას. მათი თქმით, ევროპულ-რუსული სანქციები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზეა დამოკიდებული და გამკაცრების შემთხვევაში, ახალი ტალღა ენერგეტიკასა და საბანკო სექტორს შეეხება.

მაია აბაიაძე
18.08.2014

უკრაინაში მოვლენები კრემლის სცენარით განვითარდება - ესაა ცეცხლის შეწყვეტა, სამშვიდობო მოლაპარაკებები და ამასობაში სეპატარისტთა გაძლიერება - აცხადებენ სპეციალისტები "რეზონანსთან" საუბრისას. მათი თქმით, რუსეთი უკრაინაში პირდაპირ ომს ვერ დაიწყებს, ამიტომ ეცდება არეულობა დროში გაწელოს, ამასობაში კი სამხედრო ტექნიკით სეპარატისტები მოამარაგოს. პოლიტოლოგები ასევე არ გამორიცხავენ, რომ რუსეთი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან შეცდომის დაშვებას ელოდება, რათა ქვეყანაში ჯარები შეიყვანოს.

მაია აბაიაძე
16.08.2014

 უკრაინისთვის ომი გუშინ გვიან ღამით გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, მას შემდეგ, რაც უკრაინული შენაერთების ტანკებმა ლუგანსკი, სეპარატისტების ერთ-ერთი მთავარი ბასტიონი, "თითქმის მთლიანად" ალყაში მოაქციეს, საჯარისო ნაწილები კი, ჯერჯერობით დაუდასტურებელი ცნობებით, ქალაქში შევიდნენ.

სალომე სარიშვილი
12.08.2014

 "ამ ხერხით რუსეთი უკრაინის სამხრეთ აღმოსავლეთში სამხედრო ჯარის შეყვანას ცდილობს, რაც უკრაინისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების სერიოზულ დაპირისპირებას გამოიწვევს", - ასე აფასებენ ექსპერტები რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინიციატივას, რომელმაც რუსეთის "წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტთან ერთად უკრაინაში "ჰუმანიტარული" რაზმის გაგზავნის შესახებ გუშინ ისაუბრა.

ეკა ბასილაია
08.08.2014

რუსეთ-საქართველოს ომის 6 წლის თავზე ევროპელი ლიდერები აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების პირდაპირი შეჭრის საფრთხეზე საუბრობენ. პოლიტიკურ ანალიტიკოსთა უმრავლესობა აცხადებს, რომ უკრაინის კრიზისი პიკს უახლოვდება და უახლოესი დღეები ამ მხრივ შეიძლება გადამწყვეტი იყოს.

მაკა ხარაზიშვილი
07.08.2014

რუსეთი ცივილიზებულ სამყაროს საპირისპირო სანქციებით ემუქრება. პარალელურად, კრემლში იმასაც აღიარებენ, რომ დასავლეთთან დაპირისპირება რუსულ ეკონომიკაზე მძიმედ მოქმედებს და ზარალდებიან ბიზნესმენები. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ დასავლური სანქციების გამო, რუსეთის ეკონომიკამ რღვევა დაიწყოს.

ია აბულაშვილი
06.08.2014

ყარაბაღის კონფლიქტის განახლებას თითქოს არაფერი მოასწავებდა, მაგრამ ზაფხულის ამ ცხელ დღეებში ამ ორ ქვეყანას შორის ვითარება ისე დაიძაბა, რომ მხარეები სრულმაშტაბიანი ომის ზღვარზე აღმოჩნდნენ. რუსეთი არბიტრის როლში გამოდის და 8-9 აგვისტოს სოჭში ილჰამ ალიევს და სერჟ სარგისიანს მთიან ყარაბაღში გამწვავებული კონფლიქტის დარეგულირების საკითხებზე შეხვედრას სთავაზობს.

ვახტანგ შამუგია
04.08.2014

მთიანი ყარაბაღის რეგიონში არსებული ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ბოლო კვირის განმავლობაში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროთა შორის შეტაკებებმა მასობრივი ხასიათი მიიღო. აზერბაიჯანული მხარის ცნობით, ერევანმა 1994 წელს დადებული ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბოლო რამოდენიმე დღის განმავლობაში დაახლოებით 150-ჯერ დაარღვია. თავის მხრივ სომხეთი კი სიტუაციის ესკალაციაში ბაქოს ადანაშაულებს.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×