ეთო გაბაშვილი
10.11.2014

აშშ-მა "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ავიაიერიშების განხორციელება ერაყში აგვისტოდან, სირიაში კი 23 სექტემბრიდან დაიწყო. როგორც ცნობილია, ამერიკას სუნიტური რადიკალური დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში, დასავლეთის ქვეყნების გარდა, სპარსეთის ყურის სახელმწიფოებიც ეხმარებიან. თუმცა, ამ ქვეყნებს შორის არ არის ირანი, რომელთანაც ამ ეტპაზე აშშ საერთო ენის გამონახვას ცდილობს.

ეთო გაბაშვილი
03.11.2014

ბოლო ორი თვის განმავლობაში გახშირდა ინციდენტები რუსული ავიაციის მონაწილეობით და განსაკუთრებული აქტივობა ბალტიის ზღვაში შეიმჩნევა. ასევე იყო ინციდენტები იპონიასა და აშშ-სთან, როდესაც რუსული სადაზვერვო თვითმფრინავები თუ სტრატეგიული ბომბდამშენები აშშ-ის საჰაერო სივრცეს საშიშ მანძილზე მიუახლოვდნენ. თუმცა, რუსული ავიაციის განსაკუთრებული აქტივობა მაინც უფრო ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცეში შეინიშნება.

ეთო გაბაშვილი
03.11.2014

აღმოსავლეთ უკრაინის ორ თვითგამოცხადებულ - დონეცკისა და ლუგანსკის "რესპუბლიკებში", რომლებიც პრორუსი სეპარატისტების მიერ იმართება, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.

თიკო ოსმანოვა
28.10.2014

პროევროპული ძალები პარლამენტში - ასეთია უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგები. პირველადი მონაცემებით, უკრაინის რადა 6 პარტიით დაკომპლექტდება. ქვეყნის ისტორიაში პირველად "კომუნისტური პარტია" პარლამენტს მიღმა რჩება. საკონსტიტუციო უმრავლესობა კი ქვეყნის პრემიერისა და პრეზიდენტის პარტიული ძალებით დაკომპლექტდება, რომლებიც კოალიციის შესაქმნელად მოლაპარაკებას უკვე მართავენ.

ეთო გაბაშვილი
27.10.2014

მსოფლიო წესრიგის საკითხისადმი მიძღვნილ "ვალდაის" წლევანდელ ფორუმზე, გლობალურ საკითხებთან ერთად, მთავარ თემებს საერთაშორისო პოლიტიკური სისტემის მართვა და უკრაინაში არსებული ვითარება წარმოადგენდა.

ვახტანგ შამუგია
22.10.2014

თითქმის ერთი კვირაა, რაც მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო სააგენტოების ყურადღება ბალტიის ზღვაში მდებარე სტოკჰოლმის ყურეზეა მიჯაჭვული. შვედეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ყურეში უცხო ქვეყნის წყალქვეშა ობიექტია, რომელსაც სერიოზული ტექნიკური პრობლემები აქვს. იგი ვერც წყლის ზედაპირზე ახერხებს ამოსვლას და ვერც აკვატორიის დამოუკიდებლად დატოვებას.

ეთო გაბაშვილი
20.10.2014

 პუტინი და პოროშენკო თვენახევრიანი პაუზის შემდეგ ერთმანეთს ისევ შეხვდნენ. შეხვედრა მილანში, აზია-ევროპის ფორუმის ფარგლებში გაიმართა. უკრაინის კრიზისზე და ბუნებრივი აირის საკითხებზე ლიდერებმა თავდაპირველად დასავლელ კოლეგებთან ერთად, ოფიციალურ საუზმეზე ისაუბრეს - საათნახევრიანი ოფიციალური საუზმე იტალიის პრემიერ-მინისტრ მატეო რენცის ორგანიზებით გაიმართა.

სალომე სარიშვილი
15.10.2014

"დონეცკის აეროპორტი, რომელიც უკრაინისთვის მნიშვნელოვანი ნაწილია, სტალინგრადად გადაიქცა, რომლის აღებაც საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას სერიოზულ გარდატეხას ნიშნავს", - ასე აფასებს უკრაინაში მიმდინარე უკანასკნელ მოვლენებს ექსპერტთა ნაწილი და ამბობს, რომ დონეცკის შემდეგ მთავარი სამიზნე მარიუპოლის აღებაა.

ეთო გაბაშვილი
13.10.2014

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობამ შესამჩნევად იკლო, 5 სექტემბერს ხელმოწერილი ზავი არ სრულდება. სამხედროები და მშვიდობიანი მოსახლეობა ისევ იღუპება სროლის, შეტაკებებისა და საარტილერიო დაბომბვების შედეგად.

ეთო გაბაშვილი
06.10.2014

უკრაინაში გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის ფონზე, უკვე ერთი კვირა არ წყდება სისხლისმღვრელი ბრძოლები დონეცკის აეროპორტისათვის, რომელსაც ორივე დაპირისპირებული მხარისათვის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ორი დღის წინ პრორუსმა ბოევიკებმა განაცხადეს, რომ აეროპორტი პრაქტიკულად მათ ხელში იყო და უკრაინელი ძალოვნები აეროპორტის ტერიტორიაზე მხოლოდ ორიოდე უმნიშვნელო ობიექტს აკონტროლებდნენ, თუმცა, ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

თათია ჩაფიჩაძე
03.10.2014

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, აღმოსავლეთ უკრაინაში ასობით რუსი სამხედრო მოსამსახურე რჩება, რომლებიც დონეცკის აეროპორტის ტერიტორიაზე ლოკალურ შეტაკებებს პერმანენტულად ახორციელებენ. იმ შემთხვევაში, თუკი "ბოევიკები" დონეცკის აეროპორტს ხელში ჩაიგდებენ, ევროპა რუსეთს სანქციების გამკაცრებით ემუქრება.

თეა ბეჟიტაშვილი
23.09.2014

"უკრაინაში შექმნილი სიტუაცია სულ უფრო ემსგავსება აფხაზეთის სცენარს", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბარში პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე. მისი თქმით, რუსეთი იმავე სცენარით მოქმედებს, რომლითაც საქართველოში მოქმედებდა.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×