მარიამ ვეკუა
30.04.2025

„ჩვენ ვიბარებთ 26 მაისს, ამისთვის მზადება დაწყებულია" - განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ხაზგასმით თქვა, რომ „ამისთვის მზადება უკვე დაწყებულია". ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ ზურაბიშვილის განცახდებას, წინა ანონსების მსგავსად ფიასკო ელის, მეორე ნაწილი კი ელის რომ აქციაზე ბევრი ხალხი გამოვა.

ნატალია ჯვარიძე
30.04.2025

9 მაისის აღლუმის მოახლოებასთან ერთად მოლოდინია, რომ კიევი მოსკოვში სიუპრიზის მოსაწყობად ემზადება. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" ვარაუდობენ, რომ შესაძლოა უკრაინელებმა აღლუმის ჩასაშლელად მოსკოვში ტერაქტი, მასირებული, ან სადაზვერვო დივერსიული აქტი განახორციელონ.

თამთა ჩაჩანიძე
30.04.2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ამ მომენტისთვის ქვეყანაში 20-დან 25 ათასამდე არალეგალი მიგრანტია, თუმცა ეს არის ე.წ. უხეში დათვლებით. უწყების ხელმძღვანელის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის შეფასებით, ზუსტი ციფრის დადგენა ჭირს, რადგან ერთიანი აღრიცხვის სისტემა არ არსებობს.

მარიამ ვეკუა
30.04.2025

პაკისტანის დაზვერვის ინფორმაცით ინდოეთი უახლოეს 24-36 საათში პაკისტანის წინააღმდეგ ომს წამოიწყებს, ორ ბირთვულ სახლმწიფოს შორის დაპირისპირება მწვავდება, აშშ და ჩინეთი მხარეებს „სასწრაფოდ თავშეკავებისკენ" მოუწოდებენ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პატარა შეცდომამ შესაძლოა დიდი გავლენა იქონიოს კონტინენტის სტაბილურობაზე.

თამთა ჩაჩანიძე
30.04.2025

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი ამბობს, რომ ამერიკას ევროპის უსაფრთხოების სუბსიდირება აღარ შეუძლია და ნატოს ევროპელმა წევრებმა თავდაცვის ბიუჯეტი 5%-მდე უნდა გაზარდონ.

ნატალია ჯვარიძე
30.04.2025

„ვაგზლის" ბაზრობაზე დაახლოებით 15 ათას კვადრატზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დამწვარია ტანსაცმლის, ხილ-ბოსტნეულისა და სხვადასხვა სახის სასაწყობე ფართები. ხანძარის გამო, რომელიც დილის 6 საათისკენ გაჩნდა არავინ დაშავებულა, თუმცა, ძლიერი დაკვამლიანების გამო პაციენტების ევაკუაცია მიმდინარეობდა ახლომდებარე კლინიკებში.

თამთა ჩაჩანიძე
29.04.2025

პარლამენტმა ვიცე-სპიკერ თეა წულკიანის დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა 5 მაისიდან კიდევ ერთი თვით გაუგრძელა. კომისიას გაფართოებული აქვს მანდატიც და ის აღარ შემოიფარგლება „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდით. ვადის გახანგრძლივებაზე დადგენილების მიღებამდე, სამშაბათს წულუკიანმა კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შუალედური ანგარიში პლენარულ სხდომაზე წარადგინა.

გვანცა წულაია
29.04.2025

დონალდ ტრამპის სავაჭრო ომის გამო გლობალურ ეკონომიკას წელს რეცესიის საფრთხე ემუქრება. ასეთი ვარაუდი აქვთ გავლენიან ეკონომისტებს. ამ დროს საქართველოს მშპ დიდი სისწრაფით იზრდება. საინტერესოა, ასეთ პირობებში რამდენად დაჩქარდება იმ ჩამორჩენის აღმოფხვრა, რომელიც საქართველოს განვითარებულ ქვეყნებთან აქვს?

მარიამ ვეკუა
29.04.2025

ევროკავშირმა შეიძლება შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა, გადახედოს საქართველოსთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას და „გაყინოს" კანდიდატის სტატუსი, თუმცა ამისგან ჯერჯეობით თავს იკავებს. ამის პარალელურად კი ევროკავშირი საქართველოს მთავრობასთან კონტაქტების აღდგენასაც განიხილავს. ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა.

მარიამ ვეკუა
29.04.2025

ბოლო დროს აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დამოკიდებულება ვლადიმირ პუტინის მიმართ შესამჩნევად შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ წარსულში, ხშირად ხაზს უსვამდენენ ტრამპის კეთილგანწყობას კრემლის ლიდერისადმი, დონალდ ტრამპმა რუსეთისთვის სანქციების ახალი პაკეტის დაწესებაც არ გამორიცხა და ღიად თქვა, რომ „შესაძლოა შეცდა". რატომ იცვალა ფერი ტრამპმა და „გაეცლება" თუ არა აშშ რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებას?

გვანცა წულაია
29.04.2025

საქართველოს მოსახლეობის თითქმის 12% სიღარიბის ზღვარს ქვევით იმყოფება, რაც რაოდენობრივად დაახლოებით 440 ათას ადამიანს მოიცავს. ასეთია 2023 წლის ოფიციალური მონაცემები, 2024 წლის შედეგი კი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ქვეყანას ჯერ კიდევ ბევრი გაჭირვებული მოქალაქე ჰყავს, თუმცა სხვადასხვა ორგანიზაციები საერთოდ წარმოუდგენელ სურათს ხატავენ. სპეციალისტები კი ამბობენ, რომ საქართველოში პოლიტიკური მიზნების მისაღწევად მოსახლოების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობით სპეკულირება კვლავ აქტუალურია.

თამთა ჩაჩანიძე
29.04.2025

პროკურტურა რამდენიმე ფონდის ხელმძღვანელს საბოტაჟსა და უცხოური ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას ედავება და ამ გამოძიების ფარგლებში 29 აპრილის დილიდან ხუთ მისამართზე ჩხრეკა ჩატარდა. გაიჩხრიკა მათ შორის ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის, მისი შვილისა და სხვა სამოქალაქო ატივისტების საცხოვრებელი ბინები, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც არასამთავრობო და ოპოზიციური ფლანგიდან, ისე მმართველი პარტიიდან.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×