მარიამ ვეკუა 05.04.2025

7 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე დებატებს გამართავს და „ქართული ოცნების" დელეგაციის უფლებამოსილების საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება მხოლოდ ნაწილობრივ არის აღიარებული. შეუჩერდება თუ არა საბოლოოდ საქართველოს დელგაციას უფლებამოსილება და რას უნდა ველოდოთ ორშაბათის სხდომიდან?
|
თამთა ჩაჩანიძე 04.04.2025

სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონალური განვითარების სამინისტროს აღარ ჩაიბარებს. პრემიერ-მინისტრმა ორი დღის წინ დაანონსებული გეგმა შეცვალა და ნაცვლად ლილუაშვილისა ამ პოსტზე კახაბერ გულედანი წარადგინა. მიზეზებსაც განმარტავს და ამბობს, რომ მოადგილეებთან დაკავშირებით "განსხვავებული შეხედულებები იყო".
|
მარიამ ვეკუა 04.04.2025

„დონალდ ტრამპმა მესამე მსოფლიო ომი შეაჩერა"-ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა აშშ-ში კირილ დმიტრიევმა 3 აპრილს „ფოქს-ნიუსის" ეთერში განაცხადა. მან ხაზგასმით თქვა, რომ რუსეთმა უკრაინისთვის გარკვეული უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს. კიდევ უფრო სკანდალური იყო მისი განცხადება, რომ მოსკოვი სანქციების მოხსნას არ ითხოვს, რადგან ეს ამერიკასა და ევროპას უფრო აზარალებს, ვიდრე რუსეთს, რომლის ეკონომიკაც დინამიურად იზრდება.
|
ნატალია ჯვარიძე 04.04.2025

ცესკოს ახალი დადგენილებით, არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს ამომრჩევლისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნის უფლება აღარ ექნებათ. გარდა ამისა, იზღუდება საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში ფოტო-ვიდეო გადაღება. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ეს კენჭისყრის დაკვირვებას ზღუდავს და გაყალბების, განსაკუთრებით „კარუსელების" შესაძლებლობას ზრდის.
|
თამთა ჩაჩანიძე 04.04.2025

დონალდ ტრამპი საფრანგეთის მთავრი ოპოზიციური გაერთიანების ლიდერის დაკავებას ეხმიანება, მისი თქმით, ესაა "კუდიანებზე ნადირობა" და კიდევ ერთი მაგალითი "თუ როგორ იყენებენ ევროპელი მემარცხენეები კანონს თავისუფალი სიტყვის ჩასახშობად". ანალიტიკოსი გია აბაშიძე აცხადებს, რომ აშშ-ევროპის ურთიერთობა როგორც ჩანს თანდათან უარესდება და არ გამორიცხავს, რომ ეს ყველაფერი დიდ ეკონომიკურ ომში გადაიზარდოს.
|
მარიამ ვეკუა 04.04.2025

ახალგაზრდა პოლიტიკოსებმა ცოტნე კობერიძემ, ბორის ("ჩელე") ყურუამ და ბადრი გრიგალაშვილმა 3 მარტს პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება" და, შესაბამისად, „კოალიცია ცვლილებებისთვის" დატოვეს. სამივე მათგანმა სოციალურ ქსელებში განცხადება გამოაქვეყნა. წერენ, რომ არც ერთ პარტიაში გადასვლას არ გეგმავენ.
|
თამთა ჩაჩანიძე 03.04.2025

პროტესტის მონაწილეები ფიქრობენ, რომ აქციები უფრო აქტიური და მასშტაბური უნდა გახდეს და „გადაიზარდოს ქმედებაში". მათი ნაწილის აზრით, დროა პოლიტიკოსებიც ჩაერთვნენ, სხვები კი ამას კვლავ ეწინააღმდეგებიან. ანალიტიკოსებიც ფიქრობენ, რომ ის ზეწოლაც, რაც ბოლო დღეებში დასავლეთიდან მოდის „ოცნებაზე", პროტესტს არ გააფართოებს, რადგან რეალური პოლიტიკური ალტერნატივა არ არსებობს და ამაზე აქვს სამუშაო ოპოზიციას.
|
ირმა ჩიტაია 03.04.2025

ინფლაცია იმაზე სწრაფად იზრდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო. მან მთავრობის მიერ დადგენილ მიზნობრივ მაჩვენებელს არათუ წლის მეორე ნახევარში, არამედ წლის პირველ კვარტალშივე გადააჭარბა. საქონლისა და მომსახურების გაძვირება მოსახლეობისთვის ისედაც თვალში საცემია. ეკონომისტები შექმნილი ვითარებიდადნ გამომდინარე, ინფლაციის ზრდა ლოგიკურად მიაჩნიათ. ქვეყანაში არსებული არასახარბიელო ფონი და მსოფილოში შექმნილი გაურკვეველი პოლიტიკური ვითარება, საერთო ჯამში, არასახარბიელო სურათს ქმნის. ამიტომაც, ვარაუდობენ, ფასების ზრდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეიძლება კვლავ გრძელდეს.
|
მარიამ ვეკუა 03.04.2025

პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მე-10 სხდომა გაიმართა. აგფვისტოს ომი, ბიზნესის რეკეტი, ქონების იძულებით ჩამორთმევა, ციხეებში 2012 წლამდე არსებული მდგომარეობა, მხოლოდ ნაწილია იმ სკანდალური განცხადებებისა, რომელზეც სხდომაზე მოწვეულმა ადამიანებმა ისაუბრეს.
|
ნატალია ჯვარიძე 03.04.2025

დასავლეთის ცალკეული ქვეყნების წარმომადგენლები ევროკავშირს მოუწოდებენ, დაიწყოს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესი. განსაკუთრებით აქტიურობს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ამბობს, რომ ეს საკითხი მაგიდაზე უკვე დევს. რამდენად რეალურია ეს და რა გავლენა ექნება ამას საქართველოში არსებულ ვითარებაზე, ამაზე ანალიტიკოსების ვარაუდები განსხვავებულია.
|
გვანცა წულაია 03.04.2025

მსოფლიოში სავაჭრო ომი მიმდინარეობს. ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნებს საგადასახადო ტარიფებს უწესებს, მიდგომა ყველა ქვეყანასთან განსხვავებულია. ყველაზე დაბალი ზღვარი 10%-ია, რომელშიც ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან ერთად, მოჰყვა საქართველოც. გადაწყვეტილებამ მსოფლიო დღის წესრიგი შესაძლოა, საერთოდ შეცვალოს და პირველი შედეგი, როგორც ეკონომისტები ელიან, თავად აშშ-ში იქნება.
|
თამთა ჩაჩანიძე 03.04.2025

"არ მიკვირს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს დამოუკიდებელი, ობიექტური ინ ფორმაცია ჯერ არ ჰქონდეს. სახდეპის სპიკერის მიერ ვენსის ხსენება ყველაფერს შუქს ჰფენს. თუ ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო და მიაწოდა საღი და დამაჯერებელი ინფორმაცია, ხომ კარგი, თუ არა და ვერ გამოვრიცხავ ვერც იმას, რომ ტრამპი "მეგობარ აქტს" ხელს მოაწერს და ვერც იმას, რომ არ მოაწერს",- განაცხადა ანალიტიკოსმა პეტრე მამრაძემ "რეზონანსთან" აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|