ნატალია ჯვარიძე 03.04.2025

„მე არაერთხელ მითქვამს, რომ „ქართული ოცნების"იმედები, თითქოს ბაიდენი შეიცვლება და ტრამპი შეარბილებს დამოკიდებულებას, არარეალისტურია," - ამის შესახებ პოლიტოლოგმა იგორ კვესელავამ საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.
|
მარიამ ვეკუა 03.04.2025

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2 აპრილს საქართველოზე პირველი კომენტარი გააკეთა. განცახდებაში წერია, რომ „დემოკრატიული მანდატის მოპოვება ვერ მოხდება ცენზურით ან ციხეში ჩასმით", განცხადებიდან ვკითხულობთ, რომ აშშ თავისი მიდგომის შეფასებას საქართველოს მიმართ განაგრძობს. ოპოზიცია აცხადებს, რომ აშშ-ს რიტორიკა გამკაცრდება, „ოცნებაში" კი მოლოდინის რეჟიმი ისევ ჩართულია.
|
ქეთო გოგოხია 02.04.2025

კერძო ბიზნესს ახლა ყველაზე მეტად ფინანსებზე წვდომა უჭირს. ანალოგიური პრობლემა იყო პანდემიის პერიოდში და უკვე ახლაც, რაზეც მხოლოდ პოლიტიკური ვითარება არ მოქმედებს. მსოფლიოში რეცესიის ნიშნებია, ბიზნესს შეიძლება პრობლემა შეექმნას. მოთხოვნის თვალსაზრისით პრობლემაა ყველა დარგში, რომლის საქმიანობაც პირდაპირ თუ ირიბად სამშენებლო ბიზნესს უკავშირდება. ასევე ტურიზმის ინდუსტრიაში და წარმოების სხვადასხვა სფეროში.
|
გვანცა წულაია 02.04.2025

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევა დიდი პოპულარობით ვერ სარგებლობს, მას მოსახლეობის მხოლოდ 20% იყენებს, რასაც თავისი ახსნა აქვს. სხვადასხვა გარემოებებთან ერთად, ყველაზე მნივნელოვანი მიზეზი დაზღვევის დაბალი კულტურა და მისი სიძვირეა. თანაც, საქართველოში საყოველთაო დაზღვევა საკმაოდ კარგად მუშაობს, რაც ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
|
ნატალია ჯვარიძე 02.04.2025

„ნეტავ „ვივამედში" მყოფი ჩვენი მუმია თუ უყურებს და უსმენს თქვენს მონოლოგს? რა საინტერესოა, - აღნიშნულის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მისამართით განაცხადა.
|
თამთა ჩაჩანიძე 02.04.2025

"წინააღმდეგობის პლატფორმის" პირველი წინააღმდეგობა - მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პლატფორმის რიგით მეორე შეხვედრაზე შემავალმა პოლიტიკურმა პარტიებმა დააფიქსირეს პოზიცია, რომ არცერთი არ მიიღებს მონაწილოებას და არ ითანამშრომლებს პარლამენტის ენმ-ს ხელისუფლების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიასთან.
|
ნატალია ჯვარიძე 02.04.2025

50-მა ამერიკელმა სენატორმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც რუსეთისთვის და იმ აქტორებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის აგრესიას მხარს უჭერენ, ახალი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, თუ ის უკრაინაში მშვიდობაზე უარს იტყვის, - ამის შესახებ საუბარია პრესრელიზი, რომელიც „რესპუბლიკელი" სენატორის, ლინდსი გრემისა და „დემოკრატი" სენატორის, რიჩარდ ბლუმენტალის ვებგვერდებზე გამოქვეყნდა.
|
თამთა ჩაჩანიძე 02.04.2025

სამთავრობო ცვლილებებია, იუსტიციის მინისტრის თანამდებლობას ანრი ოხანაშვილის ნაცვლად "ოცნების" დეპუტატი პაატა სალია დაიკავებს, თავად ოხანაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად გადაინაცლებს, გრიგოლ ლილუაშვილი კი რეგიონული განვითარების სამინისტროს უხელმძღვანელებს, რომელიც პრემიერ ირაკლი კობახიძის თქმით, "დამოუკიდებელ სამინისტროდ ჩამოყალიბდება".
|
მარიამ ვეკუა 02.04.2025

სალომე ზურაბიშილის 31 მარტს დაანონსებულ „წინააღმდეგობის პლათფორმაზე" ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ მხოლოდ ერთიანობით შეძლებენ მიზნის მიღწევას, ხოლო მეორენი ზურაბიშვილის მიმართ უკმაყოფილებას არ მალავენ. მმართველ პარტიაში კი ხაზგასმით ამბობენ, რომ „ოპოზიციაში ქაოსია".
|
თამთა ჩაჩანიძე 01.04.2025

ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილით უკმაყოფილოა. ეს განსაკუთრებით 31 მარტის აქციაზე მისი გამოსვლის შემდეგ გამოჩნდა, როცა ზურაბიშვილმა კიდევ ერთი, როგით მესამე ინიციატივა - „წინააღმდეგობის პლატფორმა" წამოაყენა. უკმაყოფილო ჩანდნენ პარლამენტთან შეკრებილი პროტესტის მონაწილეებიც. მეხუთე პრეზიდენტის პოლიტიკურ მომავალზე ანალიტიკოსებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ნაწილი ფიქრობს, რომ ზურაბიშვილის, როგორც პოლიტიკური ლიდერის „დაისი უკვე დაწყებულია", ნაწილი კი აცხადებს, რომ ჯერჯერობით პოტენციალი აქვს, რადგან არსებულ ფონზე „მაინც მას აქვს ყველაზე მეტი ლეგიტიმაცია".
|
გვანცა წულაია 01.04.2025

თბილისში მშენებლობის ბუმია. დედაქალაქში თითქმის არ მოიძებნება ისეთი ადგილი, სადაც მშენებლობა არ მიმდინარეობს და ახალი კორპუსის ჩადგმა არ ხდება. ეს კი პრობლემაა როგორც ურბანული, ისე ეკოლოგიური თვალსაზრისით. საინტერესოა, რამდენად არის შესაძლებელი ახალი პროექტების მშენებლობამ ქალაქგარეთ ტერიტორიებზე გადაინაცვლოს.
|
ნატალია ჯვარიძე 01.04.2025

31 მარტის აქციის შემდეგ შექმნილი ვითარება აჩვენებს, რომ ოპოზიციური ერთობა პრაქტიკულად ჩაიშალა და პოლიტიკური პარტიები საკუთარი დღის წესრიგის მიხედვით იწყებენ მოქმედებას. ამასთან, სავარაუდოდ, ბოლო არჩვნებზე ბარიერგადალახული კოალიციების ერთიანობაც შეიძლებ სათუო გახდეს. ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ის სახელდება, რომ წლევანდელ არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა სახელდება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|