გვანცა წულაია
01.04.2025

თბილისში მეტროს დაგრძელება და ახალი სადგურების მშენებლობა იგეგმება, საუბარია ვარკეთილის და გლდანის მიმართულებაზე. ცნობილია, რომ მეტროს პირველი ხაზი 5 კილომეტრით დაგრძელდება და ზემოხსენელებულ მიმართულებებს ახალი 2.2 და 3-კილომეტრიანი სადგურები დაემატება. ჯერჯერობით უცნობია, ვარკეთილიდან და გლდანიდან გაგრძელება კონკრეტულად რა მიმართულებით მოხდება, მაგრამ სპეციალისტების განცხადებით, დედაქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი განხორციელება. 

თამთა ჩაჩანიძე
01.04.2025

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემებიდან გამომდინარე, საშუალოდ, ყოველი 10 ქორწინებიდან დაახლოებით 6 განქორწინებით დასრულდა. გარდა ამისა, ამავე ოფიციალური მონაცემებით, 2020 წლიდან მოყოლებული დღემდე ნარჩუნდება ტენდენცია, როდესაც ყოველწლიურად გარდაცვლილთა რიცხოვნობა ახალდაბადებულთა რაოდენობაზე მეტია.

ნატალია ჯვარიძე
01.04.2025

სამშაბათს პარლამენტმა მედიასთან დაკავშირებული ორი საკანონმდებლო ცვლილება მესამე - საბოლოო მოსმენით მიიღო. კანონის მიხედვით, მაუწყებლებს აკერძალათ უცხოეთიდან დაფინანსების მიღება. მეორე ცვლილებით კი შემოდის რიგი აკრძალვები და შეზღუდვები მედიისთვის. ანალიტიკოსებს ეეჭვებათ, რომ ამ ფაქტმა მოსახლეობის განწყობაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს.

მარიამ ვეკუა
01.04.2025

ფრანგ ულტრამემარჯვენე ლიდერის მარინ ლე პენის გასამართლებას 31 მარტს და მისთვის პატიმრობის მისჯას საფრანგეთში და პრაქტიკულად, მთელს მსოფლიოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მას ოთხი წლით პატიმრობა და ხუთი წლით პოლიტიკურ თანამდებობაზე კენჭისყრა აეკრძალა, მას შემდეგ, რაც დამნაშავედ ცნეს ევროკავშირის ფონდების მითვისებასა და თანხების გაფლანგვაში.

მარიამ ვეკუა
01.04.2025

საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი - მათ შორის პერსონალური შემადგენლობა - სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას იმეორებს. მმართველმა პარტიამ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შესაბამისი ცვლილებები უკვე წარადგინა პარლამენტში. ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ ამით „ოცნება" პრაქტიკულად "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვის შემდგომი პერიოდისთვის ემზადება, თუმცა ამ ცვლილებამ მომავალში შეიძლება თავად „ოცნებას" შეუქმნას სამართლებრივი პრობლემები

თამთა ჩაჩანიძე
31.03.2025

"შევთავაზე [პარტიებს] რომ შეიქმნას პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმა" , - ამ სიტყვებით მიმართა სალომე ზურაბიშვილმა 31 მარტის აქციაზე შეკრებილებს. თუმცა ექსპრეზიდენტის გამოსვლამ ხალხის გულისწყრომა და აღშფოთება გამოიწვია. „თითქმის დივერსია მოუწყვეს ხალხს.“ - კატეგოტიული იყო პაატა ბურჭულაძე.

ირმა ჩიტაია
31.03.2025

კომპანია ,,ბრიტიშ ეარვეისი" ქართულ ავაიბაზარზე შემოვიდა. საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყება ჩვენი ქვეყნის ტურიზმისა და ავიაციის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. პროცესს მიესალმებიან და დადებითად აფასებენ დარგის სპეციალისტები. ისინი მიჩნევენ, რომ საქართველოს ავაიხაზების განვითარებისთვის ეს ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. 

ქეთო გოგოხია
31.03.2025

ღია ბანკინგის სისტემის დანერგვა თანამედროვე საგადამხდელო ურთიერთობებს უფრო სწრაფსა და მოქნილს ხდის, თუმცა ადგილობრივი პლასტიკური ბარათებისთვის საფრთხეა, რადგან მას უცხოეთში მუშაობის შესაძლებლობას უსპობს. არსებობს მოსაზრება, რომ სებ-ის ასეთი გადაწყვეტილება სპეციალურად გამიზნულია სანქცირებული ადამიანებისთვის და მათთვის ალტერნატივის შექმნის მცდელობაა. არ არის გამორიცხული, რომ ამით ადგილობრივი პლასტიკური ბარათები სრულად ჩანაცვლდეს.

მარიამ ვეკუა
31.03.2025

31 მარტს "2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი" პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის რიგით მე-8 სხდომაზე სკანდალური განცხადებები გაკეთდა. სხდომაზე მიწვეული იყვნენ: ემზარ კვიციანი, გიორგი კაპანაძე, მარიამ რატიანი, გიორგი თარგამაძე და გიორგი კანდელაკი.

გვანცა წულაია
31.03.2025

საქართველოში მძიმე დემოგრაფიული სურათია, რასაც წინა წლების მსგავსად შარშანდელი სტატისტიკაც მოწმობს. მიზეზი ბევრნაირია, მაგრამ გამოსავალი ჯერჯერობით არ ჩანს. ითქვა, რომ დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებას მთავრობა შეეცდება, მაგრამ ამ ეტაპზე კონკრეტული გეგმა არ არსებობს. ამასობაში, სანამ რაიმე გაირკვევა, საქართველოში ქორწინება იკლებს, განქორწინება მატულობს, ქვეყანაში ნაკლები ბავშვი იბადება და ბევრი ადამიანი იღუპება, რაც დემოგრაფიულთან ერთად, ეკონომიკაში პრობლემებს ქმნის. 

მარიამ ვეკუა
31.03.2025

სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ოდკბ) სამდივნოს აცნობა, რომ თავს იკავებს ორგანიზაციის დაფინანსების შესახებ დოკუმენტის ხელმოწერისგან. ონფორმაცია 31 მარტს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით, ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა.

თამთა ჩაჩანიძე
31.03.2025

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე "ძალიან გაბრაზებულია" და თუ უკრაინაში სისხლისღვრის შეჩერებაზე შეთანხმებას ვერ მოახერხებს და ეს იქნება რუსეთის ბრალი, სანქციების დაწესებით იმუქრება. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ პუტინს ახლა ომის დასრულება არ აწყობს, რადგან რუსეთის ეკონომიკა მთლიანად ომზე გახდა დამოკიდებული, ტრამპი კი იძულებული იქნება, რომ საპასუხო ნაბიჯები გადადგას, მათ შორის იმიტომაც, რომ ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივის ჩაშლა მის რეპუტაციას ეხება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×