ირმა ჩიტაია
20.03.2025

შრომის ბაზარზე კონკურენციის პრობლემამ იჩინა თავი. ამის ერთ-ერთი მიზეზი დასაქმებულთა მხრიდან ანაზღაურების ზრდაა, რასაც ისინი სექტორიდან ითხოვენ. ხელფასის ზრდა და მასთან დაკავშირებული საკითხები, ბიზნეს სექტორს მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აყენებს. იგი პირდაპირ პროდუქციის თვითღირებულების ზრდაზე აისახება, რაც განსაკუთრებთ მცირე ბიზნესს დიდ პრობლემებს უქმნის და ხშირ შემთხვევაში, საწარმოების ნაწილს საქმიანობის შეჩერებაც უწევთ. 

თამთა ჩაჩანიძე
20.03.2025

„ქართული ოცნება" განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ხშირად აკეთებს ოპოზიციის დასუსტებაზე განცხადებებს. მმართველ პარტიაში განსაკუთრებით ხაზს უსვამენ ბაიერგადალახულ პარტიებსა და ენმ - მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შორის დაპირისპირებას.

ნატალია ჯვარიძე
20.03.2025

„მე ვერ გამითავისებია, როგორ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში ოპოზიციამ. თუ ხელისუფლებაში მოსვლა სურთ, ამისთვის უნდა იბრძოლონ," - ასე აფასებს პოლიტილოგი იგორ კვესელავა ოპოზიციის პოზიციას ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტზე.

მარიამ ვეკუა
20.03.2025

თურქეთში პროტესტი მასშტაბურ სახეს იღებს - პოლიციამ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი პოლიტიკური ოპონენტი დააკავა. ათიათასობით ადამიანი ქუჩაში ქერემ იმამღლუს გათავისუფლებას ითხოვს. სტუდენტებმა ბარიკადების გარღვევა მოახერხეს და უნივერსიტეტების კამპუსები დაიკავეს. პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლსადენი გაზი.

თამთა ჩაჩანიძე
20.03.2025

უკვე მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებები, რომელშიც მთელი რიგი შეზღუდვებია. მათ შორის ნათქვამია, რომ საკითხის გაშუქებისას ბალანსი დაცული უნდა იქნას, ამასთან, სატელევიზიო და რადიომაუწყებელმა უნდა დაიცვან სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპი. კანონპროექტი უკვე დაკორექტირდა, რის მიხედვით განისაზღვრა, რომ შეზღუდვები აღნიშნული მედიების ვებ- და სოციალურ გვერდებზეც გავრცელდება.

ქეთო გოგოხია
19.03.2025

საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის დაფინანსებისა და ზოგიერთი პროგრამის შეჩერება დასაქმების ბაზარზეც აისახა და კადრების შემცირება გამოიწვია. სიტუაცია გადამდები აღმოჩნდა ბიზნესისთვის, სადაც კომპანიებისთვის დამატებითი წნეხი პოლიტიკური დაძაბულობაა და ბიზნესგეგმებსა და გრძელვადიან პროექტებს ხშირად ვერ ახორციელებენ. ვეღარ ხერხდება შტატების ზრდა, ხოლო ის ორგანიზაციები, რომლებსაც ფინანსური დაფინანსება შეუწყდათ, თანდათან გაკოტრების რეჟიმში გადადიან, რაც დასაქმების ბაზარზე ნეგატიურ ცვლილებას გამოიწვევს. 

თამთა ჩაჩანიძე
19.03.2025

ოპოზიცია აცხადებს, რომ დღეს ქართული საზოგადოების ყველაზე დიდი დაკვეთა ახალი საპარლამენტო არჩევნებია. მიმდინარე პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაც ესაა, თუმცა დღეს "ქართული ოცნება" ამის შესაძლებლობას კატეგორიულად გამორიცხავს და ოპოზიციურ პარტიებს ადგილობრივი არჩევნებში მონაწილოებისკენ მოუწოდებს.

ნატალია ჯვარიძე
19.03.2025

ბელგოროდის ოლქში ვითარება მძიმეა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი" რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორზე, ვიაჩესლავ გლადკოვზე დაყრდნობით ავრცელებს. გუშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუსულმა ძალებმა ბელგოროდის ოლქის სიღრმეში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეღწევის მცდელობები აღკვეთეს.

ქეთო გოგოხია
19.03.2025

ოქროს ფასი უკვე ყოველ დრე ახალ რეკორდს ამყარებს. გლობალურ ბაზრებზე ძვირფასი ლითონი  კატასტროფულად არის გაძვირებული და ისტორიაში პირველად გადალახა 3000-დოლარიანი მაჩვენებელი. 19 მარტის მონაცემით, ლონდონის ბირჟაზე 1 უნცია ოქროს ღირებულება 3029 დოლარია. ეს ბოლო 1 წელიწადში 40%-ით გაძვირებული მაჩვენებელია. მოლოდინიც ძალიან პესიმისტურია. უცხოელი ანალიტიკოსები უკვე თამამად საუბრობენ, რომ ოქროს ღირებულება შეიძლება 4000 დოლარამდე გაიზარდოს, რაც გარკვეულ გავლენას ადგილობრივ ბაზარზეც ახდენს. ფასი საქართველოშიც სწრაფად იცვლება.

თამთა ჩაჩანიძე
19.03.2025

აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბრის მთავარი ხაზი უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობა იყო, თეთრი სახლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამშვიდობო ძალისხმევა დაიწყოს ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტრის ობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტით, თუმცაღა, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის საუბრიდან მალევე რუსეთმა ისევ დაარტყა უკრაინის ენერგოობიექტებს.

ნატალია ჯვარიძე
19.03.2025

„ოპოზიციამ ცოტა აიშვა - საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებას ერთმანეთსაც კი არ აძლევენ და უბრუნდებიან იმ რეჟიმს, როდესაც ერთმანეთს უკანასკნელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ", - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×