ნატალია ჯვარიძე 14.03.2025

ჩიხში შესული საპროტესტო პროცესის ფონზე აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ სალომე ზურაბიშვილის, როგორც ლიდერის ჩანაცვლებაა საჭირო, თუმცა ვერ ასახელებენ ისეთ კანდიდატს, რომელიც შეძლებს როგორც შიდა, ასევე საგარეო პროცესების მართვას. ამავე დროს, ბევრი ოპოზიციაში ხვდება, რომ აუცილებელია ისეთი ფიგურა, ვინც აქციებს ჩაუდგება სათავეში.
|
ირმა ჩიტაია 13.03.2025

უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში, ძირითადად, არალეგალურად საქმიანობენ. ქართულ ბაზარზე ისინი მეტწილად იაფი მუშახელი არიან, რის გამოც ადგილობრივებს მათთან კონკურენცია უჭირთ. იმიგრანტების ნაწილი რეგისტრაციის გარეშე საქმდება და ჩვენს მოქალაქეებს შრომით ბაზარზე სერიოზულ პრობლემებს უქმნიან. შექმნილი უკონტროლო სიტუაციის გამო დასაქმებულებს პროტესტი არაერთხელ გამოუხატავთ, მაგრამ სამწუხაროდ, სურათი კვლავ საგანგაშოა.
|
გვანცა წულაია 13.03.2025

პოლიტიკური მიზნების მისაღწევად საქართველოს მისამართით ბრალდებები არ წყდება. შიდა თუ გარე ძალამ, ყველა ხერხს მიმართა იმისთვის, რომ ქვეყანა დაზარალებულიყო, მაგრამ მათი არაერთი გეგმა ჩავარდა. მიუხედავად ამისა, მაინც არსებობს მცდელობა, ისეთი სურათი შეიქმას, თითქოს, ქვეყანაში ბიზნესსაც აქვს პრობლემა და ვერც ეკონომიკა ვითარდება.
|
თამთა ჩაჩანიძე 13.03.2025

რუსეთი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის მოთხოვნებს აყენებს, რომელიც ადრინდელის მსგავსია. მანამდე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაიმუქრა, რომ თუ პუტინი ერთთვიან ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, "დამანგრეველ" სანქციებს დაუწესებს რუსეთს და უკრაინას იარაღის მიწოდებას გაუზრდის.
|
თამთა ჩაჩანიძე 13.03.2025

"ქართული ოცნება" კვლავ აცხადებს, რომ საქართველოს შიდა საქმეებში გარე ძალები ერევიან და განსაკუთრებით ბოლო სამ წლის განმავლობაში ქვეყნის ომში ჩართვაც კი სურდათ. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, გარდა ამისა, გარე ძალები საარჩევნო კამპანიაშიც ერეოდნენ და პირდაპირ ხელს ადებს ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩისნკის.
|
ნატალია ჯვარიძე 13.03.2025

პარიზში ევროპული ქვეყნების თავდაცვის მინისტრები თავდაცვისა და უკრაინის დახმარების საკითხს განიხილავენ. შეხვედრის მთავარი თემა ევროპული თავდაცვის გაძლიერება და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებაა.
პარიზში მიმდინარე შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ თავდაცვის მინისტრები დიდი ბრიტანეთიდან (ჯონ ჰილი), საფრანგეთიდან (სებასტიან ლეკორნუ), გერმანიიდან (ბორის ბისტორიუსი), იტალიიდან (გვიდო კროზეტო) და პოლონეთიდან (ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში).
|
ნატალია ჯვარიძე 13.03.2025

„ოპოზიციონერები უსამშობლოებთან ერთად უბედურები არიან, რადგან აგენტის ბედი ძალიან უბედურია - დგამენ შოუს, რომ დაპირისპირება აქვთ, მაგრამ როგორც კი დავალება მოუვათ, გაერთიანდებიან", - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მათი მთავარი პრობლემა გამოკვეთილი ლიდერის არ ყოლაა და ამიტომ ვერ ერთიანდებიან.
| |
ქეთო გოგოხია 12.03.2025

ყოველ 100 პენსიონერზე საქართველოში 100-120 დაქირავებით დასაქმებული მოდის, როცა სტანდარტი 280-320-ის ფარგლებშია. ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რაც მოსახლეობის დაბერებას განაპირობებს. რეალურად საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, რომლის მოსახლეობაც საკმაოდ სწრაფი ტემპით ბერდება. ქვეყანაში ყოველი მეექვსე ადამაინი, ანუ თითქმის 17%, 65 წელს გადაცილებულია. ტენდენცია თუკი გაგრძელდება, არ არის გამორიცხული, პენსიის ზრდის შესაძლებლობა შეიზღუდოს.
|
ნატალია ჯვარიძე 12.03.2025

უკრაინის არმიის ბრიგადების ნაწილი რუსეთის კურსკის რეგიონიდან გავიდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის არმიის შეტევის ფონზე, უკრაინამ რუსეთის ტერიტორიიდან ყველაზე ბრძოლისუნარიანი ბრიგადების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. გავრცელებული ცნობით, უკრაინის ხელისუფლებამ კურსკიდან ბრიგადები ალყაში მოქცევის საფრთხის გამო გაიყვანა.
|
მარიამ ვეკუა 12.03.2025

11 მარტს, საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში, უკრაინულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის ჩატარებულ შეხვედრას კიევი პოზიტიურად აფასებს, თუმცა რუსეთი აცხადებს, რომ კომპრომისი მხოლოდ მისი პირობების დაკმაყოფილებით მოხდება. ევროპელი ლიდერები აღნინშავენ, რომ „ბურთი რუსეთის მოედანზეა" და ახლა მხოლოდ კრემლზეა დამოკიდებული დასრულდება თუ არა ომი უკრაინაში.
|
ნატალია ჯვარიძე 12.03.2025

მიხეილ სააკაშვილს დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო ამავე საქმეზე ბრალდებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია, რომელსაც 300 ათასი ლარით ჯარიმა განესაზღვრა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|