ქეთო გოგოხია
29.04.2024

საქართველოს ეკონომიკაზე ნეგატიური ფაქტორების გავლენა ჯერჯერობით უმნიშვნელოა, განვითარების პროცესს ამ მხრივ პრობლემა ნაკლებად შეექმნება. მათ შორის იმდენად რეზონანსულ ფაქტორს, როგორიცაა ევროპარლამენტის მიერ სულ ცოტა ხნის წინ მიღებული რეზოლუცია, სადაც უვიზო რეჟიმის გადახედვაზეა საუბარი. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ გარკვეული დაბრკოლება შეიძლება იყოს, მაგრამ არა იმდენად, რომ ამან ეკონომიკის განვითარების ტემპი დაამუხრუჭოს ან ინვესტორების განწყობაზე უარყოფითად იმოქმედოს.

ირმა ჩიტაია
29.04.2024

წინასააღდგომოდ მომსახურებისა და სურსათის ფასები კიდევ ერთხელ გადაიხედება. მართალია, ბიზნესი ირწმუნება, რომ პროდუქტი არ გაძვირდება, მაგრამ მომხმარებელი საპირისპიროს ადასტურებს. იზრდება როგორც სუფრის, ასევე  მგზავრობის და გადაადგილების ხარჯიც.

ნატალია ჯვარიძე
29.04.2024

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მზად არის დაიწყოს დებატები საერთო ევროპულ თავდაცვაში ბირთვული იარაღის როლის შესახებ. მისივე თქმით, საფრანგეთი მზად არის წვლილი შეიტანოს ევროპის დაცვაში. მან ევროპას მოუწოდა, რომ სანდო თავდაცვის სტრატეგია მიიღოს, რომელიც აშშ-ზე ნაკლებად დამოკიდებული იქნება.

ნატალია ჯვარიძე
29.04.2024

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს მოქალაქეებს 2024 წლის 28 მაისიდან საშუალება ექნებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში და დაჰყონ ზედიზედ 30 დღე.

თამთა ჩაჩანიძე
29.04.2024

პარალელური აქციების ფონზე, უფრო თვალნათელი ხდება, რომ ქვეყანაში დაძაბულობა დღითიდღე მატულობს. ამასთან, მეორე მოსმენით იხილება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანოპროექტი და როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, დაძაბულობის პიკი განსაკუთრებით ბოლო მოსმენებზე იქნება, რისი განმუხტვის გზებიც ახლა ფაქტობრივად არ ჩანს.

თამთა ჩაჩანიძე
28.04.2024

მმართველი პარტიის წევრების განცხადებით, 29 აპრილის შეკრებაზე „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას სიტყვით მიმართავს, თუმცა, კონკრეტულად რა შინაარსის იქნება გამოსვლა, ჯერჯერობით უცნობია. მანამდე ანალიტიკურ წრეებსა და სოციალურ ქსელებში რამდენინმე შესაძლო ვერსიაზეა მსჯელობა.

ელზა პაპოშვილი
28.04.2024

არსებობს თუ არა ქვეყანაში პოლარიზაციის უკიდურესად გაღრმავებისა და სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე? ანალიტიკოსთა შეფასებით, მმართველი პარტიის მიერ პარლამენტში „უცხოური გავლენების შესახებ“ კანონპროექტის მეორედ ინიცირების შემდეგ დაწყებულმა პროცესებმა სახიფათო ტენდენცია აჩვენა - პოლიტიკური პოზიციების გამო, ზოგ შემთხვევაში უკვე ოჯახის წევრები, ძელი მეგობრები და ახლობლები უპირისპირდებიან ერთმანეთს.

თამთა ჩაჩანიძე
28.04.2024

ცესკომ საჯარო რეესტრის სააგენტოს გადაწყვეტილებამდე, პარტია „ქართული იდეას", რომელის სახელითაც „ალტ-ინფო" საპარლამენტო არჩევნებზე აპირებდა გასვლას. მანამდე ცესკომ ასევე უარი თქვა „ალტ-ინფოს" მიერ დაფუძნებული „კონსერვატიული მოძრაობის" რეგისტრაციაზე. აღნიშნულს პარტიის წევრები აღშფოთებით შეხვდნენ. ისინი „ოცნებას" მწვავედ აკრიტიკებენ, არც 29 აპრილს მმართველი პარტიის აქციას არ უერთდებიან და აღდგომის შემდეგ მოქმედებით იმუქრებიან.

ნატალია ჯვარიძე
27.04.2024

უკრაინის მიერ დასავლეთიდან მიღებული შეიარაღების რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმისთვის გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვა, შესაძლოა, მოხსნილი იყოს. ასეთი ვარაუდი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ოფიციალურად დადასტურდა, რომ აშშ-მა მარტში უკრაინას ფარულად მიაწოდა შორს მოქმედი ATACMS-ის ტიპის რაკეტები. როგორ შეცვლის ეს ომის ხასიათს და რა უპირატესობა შეიძლება მიიღოს ამით უკრაინამ?

ელზა პაპოშვილი
27.04.2024

რუსთავში ბუნებრივი აირის მილის გადაკეტვის გამო მეზობლებს შორის დაწყებული დავა მკვლელობით დასრულდა - 40 წლის მამაკაცი, რომელიც ნათესავმა ქალმა დახმარების მიზნით გამოიძახა, ქალის მეზობელმა სასიკვდილოდ დაჭრა. 

 

ნატალია ჯვარიძე
27.04.2024

აშშ-ის სენატის 14 წევრმა ერთობლივი წერილი გაუგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. ისინი აცხადებენ, რომ თუ პარლამენტში ხელახლა ინიცირებული „უცხოური გავლენის შესახებ" კანონპროექტი კანონი გახდება, ისინი იძულებული იქნებიან „წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ".

თამთა ჩაჩანიძე
26.04.2024

„ოდიოზურ ევროპარლამენტართა თხოვნები გაუმჭვირვალობაზე, ლგბტ პროპაგანდაზე, სააკაშვილის გათავისუფლებაზე, ივანიშვილის დასჯაზე, არის შანტაჟი და ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ფასი არ აქვს," - ამბობს პრემიერი ირაკლი კობახიძე 25 აპრილის ევროპარლამენტის რეზოლუციის შეფასებისას.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×