|
ირმა ჩიტაია 26.01.2026

მეორადი საბურავების უტილიზაციის საკითხი კვლავ გამოწვევაა, რასაც რეგულაციითაც ვერ აგვარებენ. დიდი ცდელობის მიუხედავად, ნარჩენი საბურავების გადამუშავება ვერ ხერხდება, რაც, თავის მხრივ, ეკოლოგიური პრობლემის მოგვარებას აფერხებს და ქვეყნისთვის დიდი გამოწვევაა.
|
ქეთო გოგოხია 26.01.2026

უცხოელი დასაქმებულების შესახებ კანონის ამოქმედებამ პირველ ეტაპზე, შესაძლოა, შრომის ბაზარზე გარკვეული დეფიციტი შექმნას. არ არის გამორიცხული, რომ არალეგალური დასაქმების რისკი გაიზარდოს, რადგან ქვეყანაში დასაქმების პრობლემა რეალურია. როგორ იმუშავებს კანონი, ამაზე სექტორი წინასწარ ვერ საუბრობს, თუმცა ადასტურებს, რომ საქართველოში ,,იაფი მუშახელის" პოვნა გაჭირდება. საბოლოოდ, დასაქმებულების შრომის ანაზღაურებაზე იმოქმედებს და მის ზრდას გამოიწვევს.
|
ქეთო გოგოხია 26.01.2026

ადგილობრივ პროდუქციაზე მაღალი ფასი უმეტესწილად ქსელური მარკეტების საფასო პოლიტიკის გამოა. ყოველ შემთხვევაში, ბიზნესი ასე ფიქრობს. მთავრობის წარმომადგენლებისა და მეწარმეების შეხვედრამ ეს პრობლემა სააშკარაოზე გამოიტანა და მწარმოებლები აალაპარაკა იმ რთულ პირობებზე, რის გამოც ისინი წარმოებული პროდუქციის სუპერმარკეტების დახლებზე განთავსებას ვერ ახერხებენ.
|
ნატალია ჯვარიძე 26.01.2026

ევროკავშირის 27 წევრმა სახელმწიფომ ოფიციალურად მიიღო რეგულაცია, რომელიც რუსეთიდან ევროკავშირში, როგორც მილსადენური გაზის, ასევე, თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის ეტაპობრივ გაუქმებას ითვალისწინებს, - ამის შესახებ ევროკავშირის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.
|
ნატალია ჯვარიძე 26.01.2026

გერმანიის თავდაცვის მინისტრის ბორის პისტორიუსის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან გონივრული იქნებოდა ბოდიში მოეხადა ნატო-ს დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებისთვის მის მიერ გაკეთებული კომენტარის გამო, რომ ავღანეთში ალიანსის მისიებში მონაწილე სხვა ქვეყნების მებრძოლები ფრონტის ხაზისგან მოშორებით იმყოფებოდნენ.
|
თამთა ჩაჩანიძე 26.01.2026

ხელისუფლება, ენმ-სთან, "ახალთან" და "ლელო - ძლიერ საქართველოსთან" დებატებზე ფაქტობრივად უარს ამბობს - "ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ "ასაკრძალი პარტიების" წარმომადგენლებთან დებატებში შესვლა "ლეგიტიმური არაა", ამასთან, დასძენენ, რომ ამ პარტიებთან "ეთერი უსაფრთხო არაა".
|
მარიამ ვეკუა 26.01.2026

ოპოზიციური პარტიების გაერთიანების თემა კვლავ აქტიურ ფაზაშია რვა პოლიტიკური ძალა ერთიანი სამოქმედო გეგმის ირგვლივ კონსოლიდაციას ცდილობს, თუმცა პროცესს თავიდანვე აკლია სრული კონსენსუსი. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ოპოზიციონერების მცდელობას სერიოზულად არ აღიქვამენ და მორიგ მცდელობას, ისევ მორიგ კრახად აფასებენ.
|
მარიამ ვეკუა 26.01.2026

აბუ-დაბიში აშშ-ის შუამავლობით გამართული ორდღიანი სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება ხელმოწერისთვის „100%-ით მზადაა". მისი თქმით, კიევი პარტნიორებისგან ხელმოწერის თარიღისა და ადგილის დადასტურებას ელოდება, მაშინ როცა ომის ფონზე ტერიტორიული საკითხები კვლავ ძირითად დაბრკოლებად რჩება.
|
თამთა ჩაჩანიძე 26.01.2026

ოპონენტებთან დებატები, ფასების შემცირება, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის თებერვლის ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში, საქართველოზე ჰელსინკის კომისიის დაგეგმილი მოსმენა - ეს იმ თემების მოკლე ჩამონათვალია, რაზედაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაამახვილა ყურადღება მიმდინარე შიდა და საგარეო პროცესებზე საუბრისას.
| |
მარიამ ვეკუა 25.01.2026
აბუ-დაბიში აშშ-ის შუამავლობით გამართული აშშ-რუსეთი-უკრაინის სამმხრივი მოლაპარაკება, წინასწარი შეფასებით, „პროდუქტიული" და „პროგრესული იყო". შეხვედრით ყველა მხარე კმაყოფილია, თანაც იმდენად, რომ ამერიკული ოფიციალური პირები დასავლურ მედიასთან უკვე უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობას განიხილავენ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|