მარიამ ვეკუა
18.01.2026

რამდენიმე კვირაა რუსეთის მოქალაქეების გარკვეულ კატეგორიას ქართველი მესაზღვრეები საქართველოში არ უშვებენ. ამის შესახებ რუსული მედია ღიად წერს და ვარაუდობს, რომ ეს, სხვა გარემოებებთან ერთად, შესაძლოა, ბოლო დროს „დამთბარი" საქართველო-რუსეთის ურთიერთობების მკვეთრად გაუარესების საფუძველი გახდეს.

ნატალია ჯვარიძე
18.01.2026

"გირჩი - მეტი თავისუფების" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ახალი ოპოზიციური ერთობის შექმნას ცდილობს, სადაც ძირითადად ენმ და მისგან გამოყოფილი პოლიტიკური ჯგუფები შევლენ. ერთობაში არ განიხილება პარტია „გახარია საქართველოსთის". ჯერჯერობით საუბარია პარტიების მიერ „თანხმობის დოკუმენტის" მიღებაზე და არა გაერთიანებაზე. რამდენად რეალურია ასეთი ერთობა იმ ფონზე, როცა მისი პოტენციური წევრი პარტიებიდან ზოგიერთს ერთმანეთთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს და შექმნის შემთხვევაში რა პერსპექტივა ექნება მას?

მარიამ ვეკუა
17.01.2026

ბოლო დღეებში ოპოზიციის წარმომადგენლები აქტიურად საუბრობენ საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა შესაძლო შეწყალებაზე, რაც, მათივე შეფასებით, შესაძლოა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის დაწყების საფუძველი გახდეს. ანალიტიკოსთა უმრავლესობა ამას არარეალისტურად მიიჩნევს, რადგანაც ხელისუფლებას ასეთი დიალოგით ამ ეტაპზე დაინტერესებული არ არის.

ნატალია ჯვარიძე
16.01.2026

ირანში სიტუაცია ნელ-ნელა წყნარდება და ლტოლვილების დიდ ტალღას არ უნდა ველოდეთ, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით, აცხადებს „რეზონანსთან" კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი. თუმცა არ გამორიცხავს, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით შედეგი შეიძლება საკმაოდ მტკივნეული იყოს.

ნატალია ჯვარიძე
16.01.2026

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი, რაზეც ზოგიერთი ოპოზიციონერი ალაპარაკდა, ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან ეს „ოცნებას" უბრალოდ არ აწყობს. ამასთან, მიიჩნევს, რომ თუ გაჩნდება რაიმე მნიშვნელოვანი ახალი პოლიტიკური ძალა, ეს მემარცხენე ფლანგზეა უფრო მოსალოდნელი, თუმცა ბევრი ნიჭიერი ადამიანი პოლიტიკაზე უარს ამბობს.

მარიამ ვეკუა
16.01.2026

ევროპული ქვეყნები გრენლანდიაში სიმბოლურ, მაგრამ პოლიტიკურად დატვირთულ სამხედრო მოქმედებას იწყებენ - არქტიკაში ნატოს ყოფნის გასაძლიერებლად, იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სტრატეგიულ კუნძულზე პრეტენზიებს კვლავ ღიად აყენებს. რისთვის ემზადება ევროპა და რითი ხსნიან ევროპული სახელწმიფოები მცირე სამხედრო ნაწილების გრენლანდიაში განლაგებას?

მარიამ ვეკუა
16.01.2026

ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში გამოძიება ახალ ფაზაში გადავიდა - დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს ბრალდება დაუმძიმდა. დაღუპულის დედამ კი 17 იანვარს დაანონსებული აქცია დროებით გადადო. ამბობს, რომ ბრძოლის სტრატეგიას მას შემდეგ განსაზღვრავს, რაც საქმის მასალებს დეტალურად გაეცნობა.

თამარ ვეფხვაძე
15.01.2026

საქართველოში, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 250.9 ლარია. 2025 წლის დეკემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 20.4 ლარით მეტია, მაგრამ 2025 წლის ნოემბერთან შედარებით - 4.5 ლარით ნაკლები. ის ფაქტი, რომ წლის ბოლო მჩვენებელმა კლება დაიწყო სულაც არ ემთხვევა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას სასურსათო პროდუქციის სიძვირესთან დაკავშირებით. 

ნატალია ჯვარიძე
15.01.2026

მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებაზე დაკავებული „სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებელი გივი წულეისკირი შიმშილობის დაწყებას აანონსებს. მისი ადვოკატი ამბობს, რომ ხალხისთვის თანხის დაბრუნებაში ხელს მთავრობა უშლის. ამასთან, 15 იანვარს იტალიის პოლიციამ ამავე საქმეზე ძებნილი გიორგი მურუსიძეც დააკავა. ამ ეტაპზე საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

თამთა ჩაჩანიძე
15.01.2026

ოპოზიციაში საუბრობენ იმაზე, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დასხდნენ არა მხოლოდ ერთმანეთის პირისპირ, არამედ უკვე „ქართულ ოცნებასთანაც", რადგან მოვლენები „ირანის სცენარით არ უნდა განმეორდეს". ანალიტიკოსებს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის დაწყების ნაკლებად სჯერათ, პრობლემას ხედავენ თავად ოპოზიციურ ფლანგზეც.

ნატალია ჯვარიძე
15.01.2026

ირანში ანტისახელისუფლებო მიტინგს სავარაუდოდ, ფერეიდანელი ქართველებიც ემსხვერპლნენ. ეკონომიკური კრიზისის გამო დაწყებული პროტესტს მძიმე შედეგები მოჰყვა - გარდაცვლილია ასობით და შეიძლება ათასობით ადამიანი. ხელისუფლების მოწინააღმდეგეები შაჰის შვილის მთავრობაში მოსვლას ითხოვენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×