რეზონანსი 29.12.2025

ჩინეთის მასშტაბური წვრთნები ტაივანის გარშემო და მოსალოდნელი დაძაბულობა
ჩინეთის სამხედრო ძალებმა ტაივანის გარშემო წვრთნებისთვის -„სამართლიანობის მისია 2025" - არმიის, საზღვაო ძალების, საჰაერო ძალების და არტილერიის დანაყოფები გადაისროლეს, - ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს.
|
ნატალია ჯვარიძე 29.12.2025

პრემიერს, ირაკლი კობახიძეს იმედი აქვს, რომ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით ევროპა პრაგმატულ გადაწყვეტილებას მიიღებს. ის ფიქრობს, რომ შანტაჟის ამ ფორმამ ძალა დაკარგა. ანალიტიკოსები კი „რეზონანსთან" არ გამორიცხავენ, რომ ევროკავშირმა შეზღუდვა ეტაპობრივად აამოქმედოს.
|
მარიამ ვეკუა 29.12.2025

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მარ-ა-ლაგოში გამართული შეხვედრას მხარეები ომის დასრულების პროცესში ერთ-ერთ გადამწყვეტ ეტაპად აფასებენ - უკრაინული მხარე აცხადებს, რომ მათ 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე დაახლოებით 90%-იანი შეთანხმება მიღწეულია, აშშ-ს პრეზიდენტი კი უკრაინაში ჩასვლისთვისაც მზადაა, თუმცა, ტერიტორიული საკითხები კვლავ ყველაზე რთულ ბარიერად რჩება.
|
მარიამ ვეკუა 29.12.2025

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე გამოძიება ახალ ეტაპზე გადავიდა - ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში ადანაშაულებენ, ოპოზიცია პროცესს კლანურ დაპირისპირებად აფასებს, ხოლო ხელისუფლება აცხადებს, რომ საქმე სრულად გახსნილია.
|
ნატალია ჯვარიძე 28.12.2025

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი რუსეთ-ევროპის შესაძლო ომზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ზოგიერთი ევროპელი ლიდერების განცხადებები, თითქოს რუსეთი ევროპაზე თავდასხმისმისთვის ემზადება, ყველანაირ საფუძველს მოკლებულია. თუმცა, თუკი ევროპა თავს დაესხმება რუსეთს, „გამანადგურებელ პასუხს" მიიღებს.
|
ნატალია ჯვარიძე 28.12.2025

საქართველოს ხელისუფლება „ბი-ბი-სის" საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებით სარჩელზე მუშაობას აგრძელებს. ამის პარალელურად კი ბრიტანულმა ტელეკომპანიამ ფილმი რუსულად თარგმნა და ინტრენეტში განათავსა. ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ ეს მიზანმიმართულად მოხდა ამ საკითხთან დაკავშირებით „ბი-ბი-სის" მიდგომას აჩვენებს. ხოლო რატომ ჭიანურდება „ოცნების" მხრიდან სარჩელის მომზადება და ზოგადად, რა პერსპექტივა აქვს ამ სარჩელს, ამაზე ანალიტიკოსებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.
|
მარიამ ვეკუა 27.12.2025

გიორგი გახარიას გუნდი ექსპრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ისევ აკრიტიკებს და 4 ოქტომბრის მოვლენებზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობის აღებას სთხოვს. მათი შეფასებით, ამ მოვლენებში ზურაბიშვილი „სეირის მაყურებლის" როლში იყო, ხოლო აქციის უშუალო ორგანიზატორებმა კი ქვეყანაშ მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაცია მოახდინეს
|
მარიამ ვეკუა 27.12.2025

დასავლეთთან ურთიერთობებში მზარდი დაძაბულობის ფონზე, ხელისუფლება „სტრატეგიულ მოთმინებაზე" საუბრობს და 2026 წელს შესაძლო გარდატეხის წლად ასახელებს, თუმცა ანალიტიკოსების შეფასებით, ეს ოპტიმიზმი რეალურ პოლიტიკურ წინაპირობებს მოკლებულია და ურთიერთობების გაუმჯობესებაზე მოლოდინი, პირიქით, სკეპტიციზმს იწვევს.
|
ნატალია ჯვარიძე 26.12.2025

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აფასებს და არ გამორიცხავს, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე კიდევ დაიჭირონ ხალხი. ასევე აღნიშნავს, რომ ოპოზიციაში არავითარი საინტერესო პროცესები არ მიდის.
|
ნატალია ჯვარიძე 26.12.2025

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრას აანონებს, სავარაუდო თარიღი 28 დეკემბერი სახელდება. ამ ეტაპზე შეხვედრაზე ბევრი დეტალები არ ვრცელდება, თუმცა ზელენსკი აღნიშნავს, რომ ზოგიერთი დოკუმენტი უკვე მომზადებულია. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ის აპირებს ტრამპს უკრაინულ-ევროპული გეგმა გააცნოს.
|
თამთა ჩაჩანიძე 26.12.2025

ჩერგოლეიშვილ-ჟორჟოლიანს კვლავ „ფეისბუქ ომი" აქვთ, „ფედერალისტების" ლიდერი ბაჩო ახალაიას მეუღლეს, ანი ნადარეიშვილს ღიად ხელს ადებს, რომ 4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიან დამხობაში მართლაც მონაწილეობდა და კამპანიას საჯაროდ ეწეოდა. ამ პოსტის ე.წ. სქრინს აზიარებს ნანუკა ჟორჟოლიანი და თან ურთავს, რომ თამარ ჩერგოლეიშვილი სუს-ს ეხმარება.
| |
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|