ნატალია ჯვარიძე
01.11.2025

უკვე რამდენიმე კვირაა დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკისთვის დაძაბული ბრძოლა მიდის. გასულ კვირას გავრცელდა ცნობები, რომ რუსულმა ნაწილებმა ქალაქში შეაღწიეს და იქ ფეხის მოკიდება მოახერხეს. ამის შემდეგ უკრაინის სარდლობამ ამ მიმართულებაზე სპეციალური დანიშნულების რაზმები გაგზავნა.

თამთა ჩაჩანიძე
31.10.2025

ნაცმოძრაობა „ლელოსთან" კვლავ დაპირისპირებაშია, ამის მთავარი მიზეზი მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობა გახდა. მას შემდეგ, რაც „ოცნებამ" პარტიების აკრძალვის საკითხი დღის წესრიგში დააყენა და ენმ-დან წამოვიდა სარჩელის სიაში შესული პარტიათა ერთობის ინიციატივა, მთავარი საკითხი მაინც ისაა, მოხდება თუ არა საბოლოოდ ამ ორი პარტიის პოზიციების დაახლოება. თუმცაღა, ბოლო განცხადებების მიხედვით, დღეს ამის პერსპექტივა არ ჩანს.

რეზონანსი
31.10.2025

საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში 4 ნოემბერს გამოქვეყნდება, სადაც იქნება დასკვნები და რეკომენდაციები. რონდელის ფონდის" ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის, კახა გოგოლაშვილის შეფასებით, მსჯელობა მიდიოდა იმაზე, უნდა შესულიყო თუ არა საქართველო გაფართოების ანგარიშში. არ გამორიცხავს, რომ საბოლოოდ უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი დადგეს.

მარიამ ვეკუა
31.10.2025

ბევრისთვის ჩხრეკის სერიები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და სხვა პირებთან მოულოდნელი არ აღმოჩნდა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს არ არის ბრძოლა კორუფციასთან. ეს არის ბრძოლა ერთმანეთთან, სქემებისა და გავლენების გადანაწილების მიზნით, მმართველ გუნდში რიტორიკა უცვლელია, ამბობენ, რომ კორუფციიული კერები უნდა აღმოიფხვრას.

მარიამ ვეკუა
31.10.2025

ვაშინგტონის გადაწყვეტილება აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო ძალების შემცირების შესახებ, რასაც ტრამპის ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, დეკემბერში განახორციელებს, ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს ახალ გამოცდას უტარებს - გადაწყვეტილებამ კაპიტოლიუმში ორპარტიული განგაში და ნატოს მოკავშირეებში პოლიტიკური შფოთვა გამოიწვია. სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დენიელ ფრიდი კი ირწმუნება, რომ, ეს ნაბიჯი, მართალია მეტწილად სიმბოლურია, მაგრამ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს არასწორ სიგნალს უგზავნის.

თამთა ჩაჩანიძე
31.10.2025

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ცხელ კვალზე დაკავებულ 43 წლის ზ.ზ.-ს შესაძლოა უვადო პატიმრობა მიუსაჯონ. გამოძიების თანახმად, მან შურისძიების მოტივით სანადირო თოფით ჯერ მეგობარი მამაკაცი თ.ღ. მოკლა, შემდეგ კი ყოფილი ცოლი ნ.კ. დაჭრა, რომელიც ახლა სიცოცხლისთვის იბრძვის.

ნატალია ჯვარიძე
31.10.2025

გვინდა, დავიწყოთ მუშაობა ქვეყნის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზე 2026-2035 წლების ჩათვლით და მოვამზადოთ დოკუმენტი, რომელსაც დაეფუძნება ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ პარასკევს მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ეს უნდა იყოს ლაკონური დოკუმენტი, სადაც გაწერილი იქნება ძალიან კონკრეტული მიზნები, ამოცანები და მათი განხორციელების ვადები.

ირმა ჩაფიძე
30.10.2025

ბოლო ერთ თვეში ხელფასის მიმღებთა რაოდენობა 4,9%-ით არის მომატებული. ცხადია, ეს ციფრები პოზიტიური მაჩვენებელია, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში უმუშევრობა კვლავ დიდ გამოწვევად რჩება. სფეროს სპეციალისტების განცხადებით, აღნიშნული ტენდენცია პოზიტიურად უნდა ჩაითვალოს.

თამარ ვეფხვაძე
30.10.2025

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ზანგეზურის კორიდორის პროექტით, ყველა მხარე ისარგებლებს, თუმცა პოლიტოლოგები და ეკონომისტები სკეპტიკურად უყურებენ როგორც ფაშინიანის ოპტიმიზმს, ასევე ზანგეზურის კორიდორის პროექტს. ექსპერტების მოსაზრებით, მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში, ამ პროექტის განხორციელება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, როგორც რთული რელიეფური პირობების, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. 

ნატალია ჯვარიძე
30.10.2025

პოლიტოლოგი იგორ კვესელავა აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების გაუქმებაზე ერთსულოვნება არ არის, რაც იმითაა გამოწვეული, რომ არ იციან, რამდენად მწვავე იქნება ამაზე დასავლეთის რეაქცია. „მგონია, დაელოდებიან უცხოეთის რეაქციას და მერე მიიღებენ გადაწყვეტილებას," - უთხრა მან „რეზონანსს". მეტიც, ფიქრობს, რომ მწვავე რეაქციის შემთხვევაში შეიძლება თავად ხელისუფლებამაც შეცვალოს პოზიცია.

მარიამ ვეკუა
30.10.2025

საკონსტიტუციო სასამართლოში, სამი მსხვილი ოპოზიციური ძალის: „ნაციონალური მოძრაობის", „კოალიცია ცვლილებებისთვის" და „ლელოს" აკრძალვის შესახებ სარჩელი შედის. მმართველ გუნდში იმედოვნებენ, რომ პარტიების აკრძალვის მერე დერადიკალიზაციის პროცესები წავა, ოპოზიციაში კი ამას ავტორიტარიზმისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. თვითონ პარტიები, რომლებსაც „შავ სიაში" მოხვედრა ემუქრებათ, ამბობენ, რომ ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ.

ნატალია ჯვარიძე
30.10.2025

პარიზში სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტების გამო ათი ადამიანი სასამართლოს წინაშე წარსგა. მათ ბრალი ედებათ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და მისი მეუღლის, ბრიჯიტ მაკრონის ონლაინ შევიწროებაში. გამოძიების ინფორმაციით, ისინი ყალბ ინფორმაციას ავრცელებდნენ იმის შესახებ, რომ თითქოსდა, პირველი ლედი რეალურად ტრანსგენდერი მამაკაცი იყო სახელად ჟან მიშელ ტრუნიუ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×