ნაზი ბერიძე 08.02.2024

კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი ირწმუნება, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მიღება მნიშვნელოვნად ცვლის სიტუაციას რეგიონში. სომხეთს სურს, რომ საქართველო იყოს მისი ლოკომოტივი ევროკავშირში შესასვლელად და პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებისათვის. ასე რომ, ამ კონტექსტში სიტუაცია საინტერესო კონფიგურაციას იღებს", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.
|
ნაზი ბერიძე 08.02.2024

ამერიკელი კონსერვატიული ჟურნალისტის მოსკოვში ჩასვლამ და პუტინთან ინტერვიუს ჩაწერამ, შეიძლება ითქვას, მთელ მსოფლიოში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ინტერვიუს 4-წუთიანმა ანონსმა, რომელიც ტვიტერზე დაიდო, ლამის რეკორდები მოხსნა და ნახვების რაოდენობით 100 მილიონს მიღწია. კოდური სიტყვები „ტაკერი" და „კარლსონი" ყველაზე ტრენდულია ტვიტერში (რომელსაც ახლა „იქსი" ჰქვია). თუმცა ასევე პოპულარულია სიტყვა „მოღალატე", რაშიც ტაკერ კარლსონს სდებენ ბრალს.
|
თამთა ჩაჩანიძე 08.02.2024

მას შემდეგ, რაც პარლამენტი მთავრობას ნდობას გამოუცხადებს, პრეზიდენტს 2 დღის ვადა აქვს იმისთვის, რომ პრემიერ-მინისტრის დანიშვნას ხელი მოაწეროს. „ოცნებას" მოლოდინი აქვს, რომ შესაძლოა სალომე ზურაბიშვილმა კობახიძეს ნდობა არ გამოუცხადოს, თუმცა დასძენენ, რომ ამ მხრივ მისი უფლებამოსილება სიმბოლურია და პრემიერის პოზიციაზე კობახიძის დანიშვნა ძალაში მაინც შევა.
|
ელზა პაპოშვილი 07.02.2024

უკრაინაზე რუსეთი მასობრივ საჰაერო შეტევას განაგრძობს - აფეთქებებია უკრაინის დედაქალაქში, ასევე კიევის, ხარკოვის, ლვოვის და ჩერკასის ოლქებში. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მასირებული სარაკეტო შეტევის გამო ამოქმედებულია საჰაერო თავდაცვის სისტემა. რაკეტების გარდა, დაფიქსირებულია უპილოტო საფრენი აპარატები.
|
ქეთო გოგოხია 07.02.2024

სარეკლამო შეტყობინებების შეზღუდვას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ბიზნესი მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა, მომხმარებლები და მათი უფლებამდამცველები კი ფიქრობენ, რომ ბევრი უსარგებლო შეტყობინებება დისკომფორტს ქმნიდა და აკრძალვით შეღავათი ნამდვილად იქნება, რადგან უსარგებლო ინფორმაციას აღარ მიიღებენ. რაც მთავარია, ექნებათ არჩევანი, სურთ თუ არა ამა თუ იმ სარეკლამო მესიჯის მიღება.
|
გვანცა წულაია 07.02.2024

თბილისის შემდეგ, ტაქსების რეფორმის ჩატარება იგეგმება რეგიონებშიც. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულია, რომელსაც საავტომობილო სფეროს სპეციალისტების ნაწილი იწონებს, მეორე ნაწილს კი განსხვავებული მოსაზრება აქვს. მათი პოზიციით, დედაქალაქში გატარებულმა რეფორმამ უსაფრთხოება ვერ აამაღლა და იგივე მოხდება სხვა ქალაქების შემთხვევაშიც.
|
თამთა ჩაჩანიძე 07.02.2024

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის" შეხვედრაზე ოპოზიციის გარდა „ქართულ ოცნებასაც" იწვევს, თუმცა, მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ის ოპოზიციის პრეზიდენტია, ამ რიტორიკიდან გამომდინარე კი ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ „ოცნება" ამ პლატფორმას არცერთ შემთხვევაში არ შეუერთდება. ზურაბიშვილის ამ იდეას ოპოზიციის ნაწილიც არ უერთდება.
|
ნაზი ბერიძე 07.02.2024

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეთში 7 თებერვალს ღამით ჩამოწოლილმა მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა. მაშველებმა ამ დროის მონაცემებით იპოვეს ოთხი ადამიანის ცხედარი, კიდევ ეძებენ ხუთ ადამიანს, ხოლო ერთის გადარჩენა მოხერხდა და ის კლინიკაშია გადაყვანილი. 6 თებერვალს ასევე ზვავი ჩამოწვა ხულოს მუნიციპალიტეტში და შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
|
ნაზი ბერიძე 07.02.2024

საუდის არაბეთს არ ექნება დიპლომატიური ურთიერთობა ისრაელთან, თუკი პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფო არ შეიქმნება, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. „სამეფომ აცნობა თავისი მტკიცე პოზიცია აშშ-ის ადმინისტრაციას, რომ არ იქნება დიპლომატიური ურთიერთობა ისრაელთან, თუ პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფო არ იქნება აღიარებული 1967 წლის საზღვრებში, რომლის დედაქალაქი აღმოსავლეთ იერუსალიმი იქნება", - ნათქვამია საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
|
თამთა ჩაჩანიძე 07.02.2024

„ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან კომუნიკაციას გეგმავს, თუმცა, მათთვის მთავარი ფუნდამენტური საკითხი სააკაშვილის შეწყალებაა. ანალიტიკოსების თქმით, ზურაბიშვილი სააკაშვილს ციხიდან „ასე მოულოდნელად" არ გამოუშვებს, თუმცა, გამორიცხული არაფერია.
|
ელზა პაპოშვილი 06.02.2024

სალომე ზურაბიშვილი საკოორდინაციო ცენტრს აფუძნებს. პრეზიდენტი თქმით, ეს იქნება პლატფორმა, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოაყალიბებას. ოპოზიციის ნაწილმა მას მხარდაჭერა გამოუცხადა. მმართველი პარტია კი ამას ახალი ოპოზიციური „ფანჩატურის“ შექმნად აფასებს. რა იგულისხმება პრეზიდენტის მიერ საკოორდინაციო ცენტრის „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ დაფუძნებაში?
|
გვანცა წულაია 06.02.2024

მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვის გაწყვეტის გამო, ქვეყანაში არსებული ტერმინალები ავტომობილებით გადაივსო. საქართველოში წლიდან წლამდე იმაზე მეტი მანქანა ჩამოდის, ვიდრე მოთხოვნა არსებობს. შესაბამისად, ადგილობრივ ბაზარზე უამრავი გაჩერებული მანქანა დგას, რომელიც ვერ იყიდება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|